დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 24, 2013

შემდეგი „რენო ტვინგო“ კონცეპტუალური „ტუინ რან-ის“ ფორმაში

Renault's Twin'Run Concept is a 320HP Pocket Rocket Previewing Next Twingo
24 მაისი 
მონაკოში, ფორმულა ერთის დიდი პრიზის კვალიფიკაციამდე ერთი დღით ადრე, „რენომ“ თავისი ახალი კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი - „ტუინ რან“ წარმოადგინა. თავისი ზომებით და პროპორციებით, ავტომობილი „ტვინგოს“ წინამორბედია, თუმცა იმავდროულად, მის ორივე კარზე გამოსახული ნომერი 5, ლეგენდარულ „რენო 5-ს“ გვახსენებს, რომლის შთამომავალიც „კლიოა“.
 კონცეპტუალური „ტუინ რანი“ შუაძრავიანი ჰეჩბეკია, რომელსაც მამოძრავებელ ძალას, ბაზაში განლაგებული 3.5-ლიტრიანი V6 ძრავი ანიჭებს. ეს ძრავი, სარბოლი „მეგან რეისერისგანაა“ აღებული, რომელმაც თავის მხრივ, ის „ნისანისგან“ მიიღო. ძრავის სიმძლავრე 320 ცხენის ძალაა (6 800 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მომენტი კი - 380 ნიუტონმეტრი (4 850 ბრ/წთ-ზე).
„რენოს“ ინფორმაციით, კონცეპტუალურ „ტუინ რან-ს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ის ნიშნულზეა შეზღუდული. ავტომობილი მხოლოდ 950 კილოგრამს იწონის, მისი წონა ღერძებს შორის (წინა/უკანა) კი 43/57 პროპორციითაა განაწილებული.

„ტუინ რან-ი“ სამკარიანი ავტომობილია. მისი გაბარიტებია: სიგრძე 3.68 მეტრი, სიგანე 1.75 მეტრი და სიმაღლე 1.48 მეტრი. შუშაქსოვილისა და პოლიესტერის კომპოზიტის გამოყენების წყალობით, ავტომობილი მსუბუქი გამოვიდა. ზოგიერთი დეტალი კი, მაგალითად სახურავი, საბორბლე თაღები, კარბონის კომპოზიტით დამზადდა. სალონი მინიმალურადაა აღჭურვილი, რაც სარბოლი ავტომობილისთვისაა დამახასიათებელი.
სალონში, ძრავის სეგმენტი და კოკპიტი, პლექსიგლასითაა გამოყოფილი. იქ მხოლოდ ორი, სარბოლი სტილის სავარძელია განლაგებული. მაჩვენებლების დაფა 5.5-დუიმიან მონიტორზე მოთავსდა. ის ავტომობილის სიჩქარეს, გადაცემის საფეხურს, ძრავის ბრუნთა რიცხვს, ასევე საწვავის მიწოდების წნევას, ქუროს ჰიდრავლიკის წნევას და ზეთის წნევას გვიჩვენებს. მონიტორიდან ოდნავ მარჯვნივ, დაფაზე მოთავსებულია ზეთის და წყლის ტემპერატურის ანალოგური მაჩვენებლები.
ჯერჯერობით, „რენოს“ არ გამოუცხადებია, რას უპირებს ამ ავტომობილს...

No comments:

Post a Comment