დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 31, 2013

ლოურენს დალალიო „ლენდ როვერის“ სახე გახდა

Lawrence Dallaglio Becomes Land Rover Global Ambassador
31 მაისი
ამაზე უკეთეს ნაბიჯს „ლენდ როვერი“ ვერ გადადგამდა - ბრიტანულმა კომპანიამ თავის გლობალურ სახედ ლეგენდარული ინგლისელი მორაგბე, ლოურენს დალალიო აირჩია, ადამიანი, რომლითაც ინგლისური რაგბი წლების განმავლობაში ამაყობდა.დალალიო ბრიტანელ და ირლანდიელ „ლომებთან“ ერთად გაემგზავრება ჰონ კონგის ტურში და პარალელურად, იქ სამხრეთ ჩინური ბაზრისთვის, სრულიად ახალი „რეინჯ როვერ სპორტის“ წარდგენაში მიიღებს მონაწილეობას.
„ლენდ როვერი“ ბრიტანელი ლომების ტურის ოფიციალური სპონსორია და ამდენად, ამ ტურის დროს, დალალიო ორ საქმეს გააკეთებს. ტურის შემდეგ კი მორაგბე ბრიტანული კომპანიის ბანაკში დარჩება და მისი სახელის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. თავის მხრივ, „ლენდ როვერი“ ბრიტანულ რაგბისთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.
„რაგბის და ლენდ როვერს ბევრი საერთო ღირებულება აქვთ - პატიოსნება, გამბედაობა, სიამაყე, ნებისყოფა - ყველა ის ღირებულება, რომლებიც ძლიერი და კონკურენტუნარიანი სარაგბო გუნდისა და მსოფლიო დონის ყველგანმავალი ავტომობილების შექმნას სჭირდება“, - ნათქვამია ბრიტანული კომპანიის განცხადებაში.
„რეინჯ როვერ სპორტი“ აგებულია ახალ ალუმინის პლატფორმაზე, რომელიც წინამორბედისაზე 420 კილოგრამით მსუბუქია. ის აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება და მისი დახმარებით 510 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. და რაც მთავარია, ის ყველა დროის უსწრაფესი „ლენდ როვერია“.

No comments:

Post a Comment