დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 5, 2013

ფეტელის შეტევისას ვებერს საწვავის დაზოგვა უწევდა


Webber low on fuel during Vettel attack - report
5 აპრილი
ამ ინციდენტიდან ორი კვირა გავიდა, მაგრამ ის მაინც აქტუალურია. სებასტიან ფეტელმა ბოდიში მოუხადა გუნდს და თანაგუნდელს, თუმცა დღეს ყველა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გერმანელმა მარკ ვებერს ბრძოლაში გაასწრო და გუნდური მითითების (ეგრეთ წოდებული „მულტი 21“, რომელიც ნიშნავდა, რომ ფინიში პირველს ავსტრალიელს უნდა გადაეკვეთა, შემდეგ კი ფეტელს - მათი მანქანების ნუმერაციის შესაბამისად) შეუსრულებლობის მიუხედავად, ის ამ გამარჯვებას იმსახურებდა.

მაგრამ როგორც გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იუწყება, რბოლის დასკვნით ეტაპზე, ვებერს ძრავი ეკონომიურ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული, რადგან იყო იმის საშიშროება, რომ საწვავი ფინიშამდე არ ეყოფოდა. ეს კი ნიშნავს, რომ ფეტელს მასთან სოლიდური უპირატესობა ჰქონდა.
„საერთოდ, ფ1-ში სიმართლე ნაწილ-ნაწილ ირკვევა ხოლმე. ამ რბოლისას ბევრი ისეთი რამ მოხდა, რისი გამხელაც „რედ ბულმა“ არ ისურვა. პირველი 42 წრის შემდეგ, ვებერს გაცილებით მეტი საწვავი ჰქონდა გამოყენებული, ვიდრე ფეტელს. ამასთან, ფეტელმა 12 წრე სლიპსტრიმით (წინ მიმავალის მიერ დატოვებულ გაუხშოებულ არეში) გაიარა და თან, ის DRS-ს იყენებდა, რითაც ენერგიას ზოგავდა. მოკლედ, „რედ ბულს“ არამხოლოდ მათ შორის ინციდენტის შიში ჰქონდა, არამედ იმისაც, რომ ვებერს საწვავი გამოელეოდა. ამიტომ მას სთხოვეს, ძრავი ეკონომიურ რეჟიმზე გადაეყვანა, რათა ფინიშამდე მიღწევს ეჭვქვეშ არ ყოფილიყო“, - ყვება ჟურნალის კორესპონდენტი მიხაელ შმიდტი.
სხვათა შორის, „რედ ბულმა“ გუნდური მითითების მიზეზად სულ სხვა რამე დაასახელა. თითქოს, მათ პილოტებს ბრძოლისგან თავის შეკავება იმისთვის ურჩიეს, რომ საბურავების იმედი არ ჰქონდა. მათ ივარაუდეს, რომ „პირელის“ ისედაც სწრაფად ცვეთადი საბურავები დაძაბულ პაექრობას ვერ გაუძლებდა და ამით მეტოქე პილოტები ისარგებლებდნენ.
არადა, როგორც რბოლის შემდგომ გაირკვა, საწვავის პრობლემა „რედ ბულის“ მდევარ პილოტებს, „მერსედესის“ ლუის ჰამილტონს და ნიკო როსბერგსაც ჰქონდათ და სწორედ ამის გამო, გუნდური მითითება სამქიმიანებმაც გამოიყენეს. ფეტელისგან განსხვავებით, მისმა თანამემამულე როსბერგმა მითითება შეასრულა.

No comments:

Post a Comment