დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 5, 2013

„მინი“ თავის გამას ალბათ შეამცირებს


Mini may have overexpanded, some models may not be replaced
5 აპრილი
საოცარია, მაგრამ „მინი“ თავისი სამოდელო გამის შეკვეცაზე ალაპარაკდა. არადა, ცოტა ხნის წინ, ბრიტანული კომპანია გვპირდებოდა, რომ მისი მოდლების რიცხვი ათამდე გაიზრდებოდა. ახლა კი, როდესაც ავტომობილების განახლების დრო დადგა, გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ზოგი მოდელი აღარც განახლდეს.

ჰეჩბეკი „მინი“ ახალი სახით ბაზარს 2001 წელს დაუბრუნდა და მაშინ ის „ბეემვეს“ მფლობელობაში არსებული კომპანიის ერთადერთი მოდელი იყო. შემდეგ მას კაბრიოლეტი, მინივენი „ქლაბმენი“, ქროსოვერი „ქანთრიმენი“, ორადგილიანი „კუპე“, და მისი ღია ვერსია „როდსტერი“ და ბოლოს სპორტული ქროსოვერი „პეისმენი“ დაემატა. ამჟამად გამაში შვიდი მოდელია.
„როდესაც სამოდელო გამის განახლების დრო დადგება, ყველას არ შევცვლით“, - პოპულარულ გამოცემა „ედმუნდსთან“ საუბრისას, „მინის“ ამერიკული შტოს ვიცე პრეზიდენტმა ჯიმ მაკდაუელმა განაცხადა. ამ ეტაპზე, ამერიკის ბაზარზე, „მინის“ ყველაზე პოპულარული მოდელები ჰეჩბეკი და „ქანთრიმენია“. მათზე მოდს ოკეანის გაღმა შარშან გაყიდული 66 200 ავტომობილის 75 პროცენტი.
მაკდაუელს არ დაუზუსტებია, თუ რომელ მოდელებს აღარ გამოუშვებს მისი კომპანია. დიდი შანსია იმისა, რომ ეს „კუპე“ (ფოტოზე), „როდსტერი“ და „ქლაბმენი“ იყოს. ამასთან, არსებობს ნიშა, რომელიც „მინის“ აუთვისებელი რჩება. ამ ნიშის ათვისება ჯუჯა „როკეტმენს“ შეუძლია, თუმცა ბრიტანული კომპანიის ხელმძღვანელობას არაერთხელ უთქვამს, რომ მის წარმოებას არ აპირებს.

No comments:

Post a Comment