დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 2, 2013

„ფორცეს“ წყალბადზე მომუშავე სარბოლი ბოლიდი

Forze team unveils new hydrogen-powered racer
2 აპრილი
თანამედროვე ავტოინუსტრიაში და ავტოსპორტში, ენერგიის წყაროდ ორგანულ საწვავს იყენებენ. პარალელურად, ავტოინდუსტრია თანდათან იშინაურებს ელექტრო ენერგიას და როგორც ჩანს, ეს პროცესი მალე ავტოსპორტზეც გადავა. მაგრამ არსებობს პრობლემა, რომელიც ელექტრომობილებს რბოლებში მონაწილეობას ხელს უშლის - ელემენტების ბლოკი, სადაც ელექტრო ენერგია გროვდბა, მალე იცლება და დიდი მანძილის გავლის საშუალებას არ იძლევა. შიდაწვის ძრავებს კი, ისევე როგორც ერთ დროს თამბაქოს, რეგულატორები სულ უფრო მეტად ავიწროებენ.

თუმცა, არსებობს მესამე ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, ელექტრომობილების ეს ნაკლი გამოასწოროს. ესაა ენერგიის ავტომობილზევე გამომუშავება. ამის საშუალებას, წყალბადის ფიჭური ელემენტები იძლევა. ამ ტექნოლოგიაზე უკვე რამდენიმე დიდი კომპანია მუშაობს, მათ შორის, „ჰიუნდაი“ და „დაიმლერიც“. თუმცა, ხელს არც პატარა ჯგუფები აკლებენ. მაგალითად, ჰოლანდიის დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა და მეცნიერთა ჯგუფი, სახელად „ფორცე ჰიდროგენ რეისინგ ტიმ“, რომელიც წლების განმავლობაში, ენერგიის წყაროდ წყალბადის გამოყენებაზე მუშაობს.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი, ფორმულა სტუდენტი იყო, ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების შეჯიბრი-ფორუმი, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ტექნიკური სასწავლებლები, თავიანთ ორიგინალურ, რეგლამენტით განსაზღვრულ ნამუშევრებს წარადგენენ ხოლმე. მაგრამ ფორმულა სტუდენტი მაინც სავარჯიშოა. მასზე შესრულებული ვარჯიში, „ფორცემ“ კარგად გამოიყენა და ამჯერად, წყალბადზე მომუშავე ნამდვილი სარბოლი ავტომობილი შეიმუშავა, სახელად „ფორცე VI“ (ანუ, ეს მეექვსე პროექტია).
„ფორცე“ არ მალავს, რომ სარბოლო სამყაროში რევოლუციის მოხდენას აპირებს. შესაძლოა, მისი მეექვსე პროექტის ტექნიკური მახასიათებლები არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ეს ხომ დასაწყისია... მაშ ასე, ელექტროძრავის სიმძლავრე 190 კილოვატია (260 ცხენის ძალა), რაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 4 წამზე ნაკლებში აკრიფოს.
საწვავის ფიჭური სისტემა, რომელიც წყალბადზე მუშაობს, საკუთრივ „ფორცეს“ მიერაა შემუშავებული. ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ორი ელექტრო ძრავი ანიჭებს. ისინი „თავ-თავის“ უკანა ბორბლებს ემსახურებიან. გარდა ფიჭური სისტემისა, ენერგიას რეგენერაციის სისტემაც გამოიმუშავებს, რომელიც ამისათვის დამუხრუჭებისას წარმოქმნილ კინეტიკურ ენერგიას ითვისებს. ძალურ დანადგარს ასევე გაგრილების სისტემა მოემსახურება. საინტერესოა, რომ მუხრუჭების სისტემის გასაგრილებლად, გამოყენებულია ის წყალი, რომელიც ფიჭურ ელემენტებში ენერგიის გამომუშავებისას წარმოიქმნება.
"ფორცეს" ფორმულა სტუდენტი
„ფორცე VI“ მონაწილეობას მიიღებს მეტად პოპულარულ „კატერჰემის თასის“ სერიაში, სადაც მისი მეტოქეები შიდაწვისძრავიანი „კეტერჰემები“ იქნება. სხვათა შორის, გარეგნულად თავადაც „კატერჰემის“ სტილშია შესრიულებული. გარდა ამისა, „ფორცე VI“ ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზეც გამოვა, სადაც ის წყალბადზე მომუშავე ავტომობილებისთვის წრის რეკორდის დამყარებას ეცდება.

No comments:

Post a Comment