დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 14, 2013

„მაკლარენის“ „ჰონდასთან“ დაახლოებამდე, „მერსედესი“ თავს დაიცავს

Mercedes to 'protect itself' before McLaren-Honda era
14 მარტი
როგორც ჩანს, „მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორობის აღდგენა რეალურია. მართალია, ამ ინფორმაციას მხარეები ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამის მიუხედავად, „მერსედესში“ უკვე დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ უოკინგელებისთვის მათი ახალი, ტურბო ძრავების ავან-ჩავანი ხელმისაწვდომი არ გახდეს.

როგორც ჩანს, გარდამავალი სეზონი „მაკლარენისთვის“ პრობლემური იქნება, რადგან სამქიმიანები ალბათ არ ისურვებენ მათტან ძველებურად გახსნილ თანამშრომლობას, რაც აუცილებლად აისახება შედეგებზეც. სამაგიეროდ, „ჰონდასგან“ უოკინგელები სრულ მხარდაჭერას მიიღებენ.
გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ირწმუნება, რომ „მერსედესში“ ძალიან ნერვიულობენ იმაზე, რომ შესაძლოა, „მაკლარენისთვის“ მათი სიახლეები ხელმისაწვდომი გახდეს, რასაც ისინი აუცილებლად გაუზიარებენ თავიანთ ახალ პარტნიორს, რომელთან ერთადაც 2015 წლიდან იმუშავებენ.
„რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურ საიდუმლოთა გაჟონვის სრულად აღკვეთა შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ საკუთარი სიახლეების დაცვას ვეცდებით“, - განაცხადა „მერსედესის“ საჯინიბოს აქციონერმა და დირექტორმა ტოტო ვოლფმა და ამით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ „მაკლარენი“ მალე „ჰონდას“ ძრევებზე გადავა.

No comments:

Post a Comment