დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 15, 2013

სეზონის გახსნაზე ფეტელი დომინირებს

Vettel dominates day one of new season
15 მარტი

მელბურნში ფორმულა ერთის 2013 წლის სეზონი გაიხსნა. მელბურნის ალბერტ პარკის ტრეკზე, პირველ ორ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონმა, სებასტიან ფეტელმა, თავისი ახალმონათლული „მშიერი ჰეიდით“ დააფიქსირა. ორი პრაქტიკის ჯამში კი მეორე საუკეთესო დრო ფეტელის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ ვებერს ჰქონდა. ამგვარად, სეზონის პირველივე საათებში გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ჩემპიონატი წითელი ხარების დომინაციით ჩაივლის...

„კარგი დღე გვქონდა. მანქანამ შესანიშნავად იმუშავა და პრობლემები პრაქტიკულად არ გვქონია. ტესტებზე გავლილმა კილომეტრებმა თავისი როლი შეასრულა. ეს ტრეკი იოლებს არ მიეკუთვნება და წინ საინტერესო რბოლა გველის“, - განაცხადა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა.
დანარჩენებს შორის ყველაზე სწრაფი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც მეორე პრაქტიკაზე მესამე საუკეთესო დრო დააფიქსირა და მცირედით აჯობა კიმი რაიკონენს. „მერსედესისთვის“ ეს კარგი დღე იქნებოდა, რომ არა მეორე პრაქტიკის მიწურულს მომხდარი ორი ინციდენტი. ჯერ ლუის ჰამილტონი შეცდა და ვარჯიში საბურავების მწკრივთან დაასრულა. მერე კი როსბერგს გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა.
„ფერარის“ პილოტებს კარგი პირველი პრაქტიკა ჰქონდათ, მეორეზე კი პელოტონშ ჩაიკარგნენ. „ისედაც ვიცოდით, რომ უსწრაფესები არ ვართ და ეს ამ ვარჯიშებზე დადასტურდა. ამინდის შეცვლას გვპირდებიან. წვიმა და ქარი იქნება და ტემპერატურაც დაეცემა, რაც კვალიფიკაციასა და რბოლაში ბევრ რამეს შეცვლის“,  -ამბობს ალონსო.
ჰამილტონს პირველ სესიაზე მეოთხე საუკეთესო დრო ჰქონდა. მეორე სესიის დასრულებას ათი წუთი რომ აკლდა, მანქანაზე რაღაც დაზიანებულა, რამაც მოულოდნელად არასაკმარისი მოხვევადობა გამოიწვია და ჰამილტონიც ამიტომ შეცდა. ამის მიუხედავად, ჰამილტონი პრაქტიკებზე მანქანის მუშაობით კმაყოფილი დარჩა. „ნიკო რომ ცხრილში მესამე პოზიციაზეა, ჩვენს კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს. როგორც ყოველთვის, „რედ ბული“ გაცილებით სწრაფია. როგორც ჩანს, სეზონისწინა ტესტებზე ისინი თავიანთ რეალურ შესაძლებლობებს მალავდნენ“, - განაცხადა ბრიტანელმა.
მხოლოდ მე-11 და მე-13 შედეგები აჩვენეს „მაკლარენის“ პილოტებმა. მათგან უფრო სწრაფი ჯენსონ ბატონი იყო, რომელიც ფეტელის საუკეთესო დროს 2.386 წამით ჩამორჩა. პრაქტიკების შემდეგ, „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა: „რაც მახსოვს, მათ შორის ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ურთულესი დღე იყო“.

ავსტრალიის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:27.211
2. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:27.289
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:27.547
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)            1:27.552
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:27.668
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:27.877
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:28.013
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)               1:28.426
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:28.440
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:28.520
11. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:28.597
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)               1:28.786
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:28.910
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:29.443
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:29.928
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:30.203
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:30.729
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:30.969
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:31.263
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    1:32.176
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:32.274
22. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)    1:32.388

მეორე პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:25.908
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:26.172
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:26.322
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:26.361
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:26.680
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:26.748
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)            1:26.772
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:26.855
9. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)                1:27.435
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:28.187
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:28.294
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:28.311
13. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                      1:28.566
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:28.627
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:28.772
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:28.852
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)             1:28.968
18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:29.386
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:29.696
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                      1:30.165
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                    1:30.600
22. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)     1:32.450

No comments:

Post a Comment