დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 27, 2013

ვებერი „რედ ბულთან“ კონტრაქტს არ გააგრძელებს


'No new contract' for Webber in 2014
27 მარტი
ეს მოსალოდნლი იყო და ბოლოს და ბოლოს, ავსტრალიელი მრბოლის მენეჯერმა ფლავიო ბრიატორემ ხმამაღლა თქვა - მარკ ვებერი „რედ ბულთან“ კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. თავის მხრივ, მის შენარჩუნებას არც ავსტრიული საჯინიბო ეცდება და მის ადგილზე, ახალგაზრდა პილოტს, სავარაუდოდ, „ტორო როსოდან“ მიიწვევს.

გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვებერისადმი „რედ ბულის“ თანამშრომელთა უმეტესობა ნეგატიურადაა განწყობილი. და ასე ხდება არა მალაიზიაში მომხდარი ინციდნტის გამო, არამედ გასული სეზონის ბრაზილიური რბოლის შემდეგ. მაშინ ვებერმა უშეღავათო ბრძოლა გაუმართა თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს, ვინც ტიტულისთვის „ფერარის“ ფერნანდო ალონსოს ებრძოდა.
მალაიზიაში, ვებერს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბოლო პიტსტოპის შემდეგ, ის ტრასაზე ფეტელის წინ გამოვიდა. თანაგუნდელთა ურთიერთპაექრობის შემთხვევაში, დიდი იყო იმის შანსი, რომ რეზინი სწრაფად გამოვიდოდა მწყობრიდან და მაშინ „რედ ბული“ გამარჯვებას დაკარგავდა. ამიტომ, გუნდმა პილოტებს მიუთითა, რომ პოზიციები შეენარჩუნებინათ. მაგრამ ფეტელმა ეს მითითება არ შეასრულა, შეუტია და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ვებერს გაასწრო.
ავსტრალიელი იმდენად გაბრაზებული იყო, რომ კვარცხლბეკზე ასვლაც არ სურდა. წარმოიშვა ვარაუდი, რომ ვებერი ჩინეთში ასპარეზობასაც არ აპირებს, თუმცა მამამისმა ალანმა და მენეჯერ-პარტნიორმა ენ ნილმა განაცხადეს, რომ მარკი სეზონის ბოლომდე იასპარეზებს. მაგრამ რას იზამს შემდგომში, ეს ჯერ თავადაც არ იცის. არაა გამორიცხული, რომ როგორც ადრე აქვს ნათქვამი, „რედ ბულიდან“ წასვლის შემდეგ, კარიერაც დაასრულოს.
ამჟამად, ვებერი ავსტრალიაშია და სერფინგით ერთობა, ფეტელი კი მილტონ კეინსში იმყოფება, სადაც „რედ ბულის“ ბაზაზე, კომპიუტერულ სიმულატორზე ვარჯიშობს. ყველა აღიარებს, რომ ორ პილოტს შორის ურთიერთობა სამუდამოდ გაფუჭდა. ფაქტია, რომ რბოლებისას მათი ურთიერთდახმარებაც გამორიცხულია, რაც მეტოქეებს მიანიჭებს უპირატესობას.
ბრიატორე ამბობს: „ამ გუნდში ბოსი ფეტელია. გუნდს რომ ძლიერი ხელმძღვანელი ჰყოლოდა, აუცილებლად მოსთხოვდა ფეტელს პოზიციის დაბრუნებას, მაგრამ ჰორნერი ასე არ მოქცეულა. ის კვარცხლბეკზეც კი არ ასულა. არადა, სეზონში პირველი გამარჯვების აღსანიშნავად, კვარცხლბეკზე აუცილებლად გუნდის შეფი ადის. ჰორნერი არ ავიდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სუსტია“.

No comments:

Post a Comment