დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 27, 2013

ახალი „რეინჯ როვერ სპორტი“ - ყველაზე სწრაფი და მოქნილი „ლენდ როვერი“ (ვიდეო)

New Range Rover Sport Billed as the Fastest and Most Agile Land Rover Ever
27 მარტი
ნიუ იორკის ავტო შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დებიუტანტი, ახალი „რეინჯ როვერ სპორტია“. ეს არის ამ სახელის მატარებელი უგზოობის ავტომობილის მეორე თაობა. ის ახალი, მეოთხე თაობის „რეინჯ როვერის“ პლატფორმაზეა ბაზირებული, თუმცა მასზე კომპაქტური და ათლეტური აღნაგობისაა. რაც მთავარია, ეს არის ყველაზე სწრაფი იმ ავტომობილებს შორის, რომლებიც კი ოდესმე „ლენდ როვერს“ შეუქმნია.
პირველი, რაც ამ ავტომობილზე უნდა ითქვას, მისი აგებულებაა. ფოლადის სივრცული ჩარჩოს ნაცვლად, მზიდი ელემენტი ალუმინის სტრუქტურაა. რა თქმა უნდა, ამ მეტალის წყალობით, ავტომობილი დიეტაზე დაჯდა. საერთო ჯამში, 420 კილოგრამი დაიკლო (დზელის TDV6 ძრავით აღჭურვილმა ვერსიამ). ბრიტანულმა კომპანიამ პრეზენტაციაზე სიამაყით გამოაცხადა, რომ ეს არის „ლენდ როვერის“ ისტორიაში არამხოლოდ ყველაზე სწრაფი, არამედ ასევე მოქნილი და მგრძნობიარე ავტომობილი.
ახალი „რეინჯ როვერ სპორტი“ თავის წინამორბედზე 62 მილიმეტრით გრძელია. მისი სიგრძე 4850 მილიმეტრია. მას ასევე გაეზარდა ბორბლებს შორის ბაზა (178 მილიმეტრით), რისი წყალობითაც, არამარტო გაიზარდა უკანა მგზავრებისთვის გამოყოფილი ადგილის მოცულობა, არამედ იმის შესაძლებლობაც გაჩნდა, რომ მფლობელმა საჭიროების შემთხვევაში, კიდევ 2 სავარძელი ჩადგას. სხვათა შორის, დაგრძელებულ ავტომობილს, წინა და უკანა კიდულებიც დამოკლებული აქვს, რაც მას უფრო სპორტულ იერსაც ანიჭებს და რაც მთავარია, „გამოთავისუფლებული“ ადგილი სალონს დაემატა.
საინტერესოა, რომ პირველი თაობის „რეინჯ როვერ სპორტთან“ სედარებით, ახალი 55 მილიმეტრით განიერი და ამდენივეთი დაბალია. საერთო ჯამში, ავტომობილის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0.34-ს შეადგენს. მართალია, მეოთხე თაობის „რეინჯ როვერზეა“ ბაზირებული, მაგრამ „ლენდ როვერი“ ირწმუნება, რომ სპორტულ მოდელს ნაწილების 75 პროცენტი განსხვავებული აქვს.
ახალი „რეინჯ როვერ სპორტის“ წინა ნაწილი წყვილ განივ-ბერკეტიან საკიდარზე დგას, რომელიც ძრითადად ალუმინისგანაა დამზადებული, უკან კი მრავალბერკეტიანი სისტემაა გამოყენებული. მეხუთე თაობის პნევმატური საკიდარის სხვა 115 მილიმეტრია, თუმცა სენსორული სისტემის მითითებით, შეიძლება სვლის სიგრძე 185 მილიმეტრამდე გაიზარდოს.

ავტომობილი სრულიად ახალი, ელექტრონული საჭის მექანიზმითაა აღჭურვილი, მის მყიდველს, ორი ტიპის სრულამძრავიან ტრანსმისიას შესთავაზებენ. მათგან ერთის ეკიპირებაში შედის ორსაფეხურიანი სატრანსფერო კოლოფი, რომლის ერთსაფეხურსაც კოლოფი დაბალ გადაცემებზე გადაჰყავს. ეს უგზოობის პირობებში მოსახერხებელია. ამ ტრანსმისიაში, წინა და უკანა ღერძებს შორის მაბრუნი მომენტი თანაბრად ნაწილდება. ამასთან, რომელიმეს სრულად დაბლოკვაც შესაძლებელია. მეორე ტიპი მარტივია და პირველზე 18 კილოგრამით ნაკლებსაც იწონის.

რაც შეეხება ძრავებს, რეგიონების მიხედვით, აგრეგატების გამაც განსხვავებულია. ამერიკისთვის მხოლოდ ბენზინის ორი ძრავია განკუთვნილი, რომლრბიც მექანიკური დამჭირხნითაა აღჭურვილი. მათგან ერთია 3.0-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრეც 340 ცხენის ძალაა, მეორე კი არის 5.0-ლიტრიანი V8, რომლის სიმძლავრეც 510 ცხენის ძალას აღწევს.


ევროპული ბაზრისთვის, ბენზინის მხოლოდ ერთი, 5.0-ლიტრიანი V8 ძრავია გათვალისწინებული. სამაგიეროდ, მას ემატება დიზელის 3.0-ლიტრიანი SDV6 ძრავი ემატება, რომლის სიმძლავრე 292 ცხენის ძალაა. მალე გამას კიდევ ორი დიზელი შეავსებს. ესენია 3.0-ლიტრიანი TDV6, 255 ცხენის ძალით და 4.4-ლიტრიანი SDV8, 339 ცხენის ძალით. დაბოლოს, „რეინჯ როვერ სპორტი“ აუცილებლად აღიჭურვება დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემით. ყველა ძრავთან შეწყვილებულია ZF-ის წარმოების, ელექტრონიკით კონტროლირებადი 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი.

დაბოლოს, ნიუ იორკში ჩატარებულ პრეზენტაციაზე, დარბაზში ახალი ავტომობილი თვით აგენტმა 007-მა, დენიელ კრეიგმა შემოაგელვა, ვინც ამიერიდან, „რეინჯ როვერ სპორტის“ სახე გახდება.

ვიდეო





No comments:

Post a Comment