დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 26, 2013

„რეინჯ როვერ სპორტს“ ჯეიმს ბონდი წარმოგვიდგენს

Land Rover Drops New Shots of Range Rover Sport Before Today's Reveal with Daniel Craig

26 მარტი
თითზე ჩამოსათვლელი საათები დარჩა „ლენდ როვერის“ უახლესი „რეინჯ როვერ სპორტის“ მსოფლიო პრემიერამდე. ბრიტანულმა კომპანიამ აქამდე ეს ავტომობილი, რომ იტყვიან, გზადაგზა გვაცნო ფოტო ტიზერების და ინფორმაციის მცირე ულუფების სახით. ამჯერად, ინტერნეტში ამ ავტომობილის კიდევ რამდენიმე, ამჯერად არა ტიზერი, არამედ პაპარაცული ფოტო გავრცელდა, რომლებიც საპრეზენტაციო ბროშურიდანაა გადაღებული. ამ ფოტოებზე მანქანის უკანა ნაწილი, სალონი და წინა ფარია გამოსახული.
პრეზენტაცია ნიუ იორკის ავტო შოუს დაწყებამდე საათით ადრე ჩატარდება და მას მხოლოდ „ლენდ როვერის“ მიერ სპეციალურად მიწვეული საზოგადოება დაესწრება. შემდეგ კი ავტომობილს ავტო შოუს დამთვალიერებელიც იხილავს. პრეზენტაციაზე უჩვენებენ სარეკლამო რგოლს, რომელზეც ავტომობილს ახლანდელი (2006 წლიდან) ჯეიმს ბონდი, ბრიტანელი მსახიობი დანიელ კრეიგი წარმოგიდგენთ.

სხვათა შორის, პრეზენტაცია ინტერნეტით პირდაპირ რეჟიმშიც გადაიცემა სპეციალური ვერბსაიტით (www.newrangeroversport.com), რომელზე რეგისტრაციაც თავისუფალია. ინტერნეტით მიწვეულებს შეუძიათ აირჩიონ ადგილი, საიდანაც პრეზენტაციის თვალყურის დევნება იქნება შესაძლებელი. პრეზენტაციის დროს, დამსწრეთა კითხვებს უპასუხებენ კომპანიის ის მენეჯერები, ინჟინრები და დიზაინერები, რომლებიც მეორე თაობის „რეინჯ როვერ სპორტზე“ მუშაობდნენ.

No comments:

Post a Comment