დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 7, 2013

„აუდი“ პატარა ქროსოვერ Q2-ს გამოუშვებს

Audi Q2 Rendering Released, Debut Expected in 2015
7 თებერვალი
„აუდის“ საკუთარი ქროსოვერების გამის გაფართოება აქვს გადაწყვეტილი. ამ ტიპის პირველი ახალი ავტომობილი, გამაში Q3-ზე ერთი საფეხურით დაბლა დაიკავებს ადგილს. გერმანული კომპანია ასეთი ავტომობილის გამოშვებას 2009 წლიდან აპირებს. მაშინ ავტომობილს სახელად Q1 შეურჩიეს. მაგრამ მას შემდეგ, მანქანას სახელი Q2-ით შეუცვალეს, მის წინამორბედად კი პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე, კონცეპტუალური „ქროსლეინ კუპე“ (ფოტოზე) წარადგინეს.

გარდა იმისა, რომ ახალი ავტომობილის კონცეპტუალური ვარიანტია, „ქროსლეინ კუპე“ იმითაცაა საინტერესო, რომ ის „აუდის“ მომავალსაც გვიჩვენებს. მაგალითად, მისი მზიდი სტრუქტურა შექმნილია ალუმინისა და კარბონის კომპოზიტის, ასევე კარბონით არმირებული შუშაბოჭკოვანი კომპოზიტისგან. ოღონდ, ჯერ არავინ იცის, ამ მასალებს Q2-ზე გამოიყენებენ, თუ არა.
სავარაუდოდ, Q2-ის ბორბლებს შორის ბაზა 2.5 მეტრი იქნება. ამგვარად, ის A1-ის და A3-ის ბაზებს შორის ექცევა. რაც მთავარია, ამ გაბარიტული მონაცემით, ის „მინი ქანთრიმენის“ კონკურენტთა სიაში ჩაეწერება. ახალი ავტომობილი ორ და ოთხკარიანი ძარით აღიჭურვება. მყიდველს მის წინა და სრულამძრავიან ვერსიებს შესთავაზებენ. რაც შეეხება ძრავებს, Q2-ის გამაში ბენზინის და დიზელის მცირელიტრაჟიანი ტურბოძრავები შევა. მათგან ყველაზე მძლავრი 200 ცხენის ძალას განავითარებს. გარდა ამისა, მყიდველს Q2-ის ჰიბრიდულ ვერსიასაც შესთავაზებენ.
სავარაუდოდ, Q2 ბაზარზე 2015 წელს გამოვა. ერთი წლის შემდეგ კი ინგოლშტადტელები Q6-საც გამოუშვებენ, რომელიც შემდეგი თაობის Q5-ის პლატფორმაზე აიგება.

No comments:

Post a Comment