დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 7, 2013

„ფორდ ფოკუს ელექტრიკმა“ NHTSAს ხუთი ვარსკვლავი მიიღო

Ford Focus Electric Gets Five-Star Safety Rating From NHTSA
7 თებერვალი
„ფორდის“ კიდევ ერთმა ავტომობილმა მიიღო უსაფრთხოების ხუთი ვარსკვლავი. აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმაღლესი შეფასება დაუწერა ელექტრულ „ფოკუსს“. ამ ავტომობილის ასეთი წარმატება გასაკვირი სულაც არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის სტანდარტულ, ასევე ხუთვარსკვლავიან „ფოკუსზეა“ ბაზირებული.

კომპაქტური ელექტრომობილი, უსაფრთხოების ისეთი თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი, როგორიცაა სტაბილურობის ელექტრონული კონტროლი „ედვანსტრეკ“ და აირბალიშების სრულიად ახალი სისტემა, რომელიც კომპიუტერის დახმარებით, თავად არეგულირებს გახსნის ინტენსივობას. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია ოთხივე ბორბლის ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით, ეგრეთ წოდებული საბავშვო სავარძლის ღუზებით და გატაცების საწინააღმდეგო ძრავის იმობილაიზერით.
აღსანიშნავია, რომ კომპაქტური ჰეჩბეკების ქრეშ ტესტების დროს, NHTSA-ს ხუთი ვარსკვლავი ასევე ჩვეულებრივმა ჰეჩბეკმა „ფოკუსმაც“ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ეს ავტომობილი მსოფლიო ბესტსელერის საპატიო წოდებას ფლობს.
რაც შეეხება ელექტრულ „ფოკუსს“, მას ამერიკული კომპანია 2011 წლის დეკემბრიდან უშვებს. ეს არის ცისფერი ოვალის პირველი ელექტრომობილი, რომელიც მესამე თაობის „ფოკუსის“ პლატფორმაზეა ბაზირებული. ლითიუმიონური ელემენტების ბლოკის ერთი სრული დამუხტვით, ავტომობილს 120 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია. აშშის გარემოს დაცვის სამინისტროს შეფასებით, ეს არის ყველაზე ეკონომიური ელექტრომობილი მათ შორის, რომლებიც ამერიკაში იყიდება. მოგვიანებით, მას ევროპის ბაზარზეც შეიტანენ.

No comments:

Post a Comment