დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 27, 2013

KTM ჟენევაში შემინულ „X-ბოუს“ წარადგენს

KTM reveals slightly more accommodating X-Bow GT ahead of Geneva
27 თებერვალი
მოტოციკლების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია KTM-ის როდსტერი „X-ბოუ“ საკმაოდ პოპულარულია იმ ავტომოყვარულებს შორის, რომლებიც ავტომობილში პირველ რიგში, მართვადობას და მანევრულობას აფასებენ.სხვა თუ არაფერი, ეს ავტომობილი ჩემპიონთა რბოლების უცვლელი ატრიბუტია. მოკლედ, ის ადრენალინის მოყვარულთათვისაა შექმნილი.
მაგრამ KTM-ს ხშირად საყვედურობენ იმის გამო, რომ „X-ბოუს“ მხოლოდ როდსტერის ღია ძარით აწარმოებს. მაგრამ არის მომენტები, როდესაც უამინდობა ადრენალინის მოყვარულებსაც აფრთხობს. არადა, ავტომობილის დახურვა რომ შესაძლებელი იყოს...
მალე ეს პრობლემაც მოგვარდება. უფრო სწორედ, ნაწილობრივ მოგვარდება - ავსტრიული კომპანია ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს „X-ბოუს“ ნახევრად დახურულ ვერსიას, სახელად GT. ნახევრად დახურულს, რადგან კარებიც ექნება, საქარე შუშაც და კარის შუშებიც. მაგრამ სახურავი - არა.
X-ბოუ GT“ ისევ იმ აგრეგატით აღიჭურვება, რომლითაც მისი ღია ვარიანტი. ესაა „აუდის“ წარმოების 2.0-ლიტრიანი ტურბო, რომელიც ერთი ვერსიით 240 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე ვერსიით კი - 300 ცხენის ძალას. შესაძლოა, ამ ძრავებს მალე „აუდისვე“ წარმოების ხუთცილინდრიანი 2.5-ლიტრიანი აგრეგატიც დაემატოს, რომელსაც ინგოლშტადტელები „RS3 სპორტბეკზე“ იყენებენ. ამ ძრავის სიმძლავრე 340 ცხენის ძალაა. შესაძლოა, ამ მონაცემებით ავტომობილი ვერ გაკვირვებთ, მაგრამ მსუბუქი კონსტრუქციის წყალობით, ასს ძალიან სწრაფად, 3.9 წამში კრეფს.
სხვათა შორის, KTM-ს თავისი როდსტერის კუპე ვერსიის წარმოება 2008 წელსაც სურდა, მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა - ავსტრიულმა კომპანიამ ტექნოლოგიური სირთულეები მოიმიზეზა. სამაგიეროდ, ეს იტალიურმა ატელიე „მენტენეგრიმ“ შეძლო, რომელიც მსურველებს როდსტერის კუპედ გადაკეთებას 12 000 ევროს საფასურად სთავაზობდა.

No comments:

Post a Comment