დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 28, 2013

„ფოლკსვაგენის“ და „დაიმლერის“ შეფებს ანაზღაურება შეუმცირდებათ

VW, Daimler CEOs take pay cuts in 2013, GM's Akerson stays the course
27 თებერვალი
მარცხნიდან: ცეტშე, ვინტერკორნი და აკერსონი 
ევროპის ბაზარზე არსებული კრიზისი ისეთი მძლავრი კომპანიების საქმიანობასაც აზარალებს, როგორებიც „ფოლკსვაგენი“ და „დაიმლერია“. და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ამ კომპანიების საქმიანობა წარმატებულია, მათ ხელმძღვანელებს მაინც ანაზღაურება უმცირდებათ. სამაგიეროდ, „ჯენერალ მოტორსის“ მესაჭეს ხელფასი გაეზრდება.

ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არცერთ კომპანიას არ გამოუქვეყნებია. მაგრამ გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპი“ ირწმუნება, რომ „დაიმლერის“ მთავარ აღმასრულებელ დიტერ ცეტშეს და „ფოლკსვაგენის“ მთავარ აღმასრულებელ მარფტინ ვინტერკორნს ხელფასებს მნიშვნელოვნად შეუმცირებენ. „ჯენერალ მოტორსის“ დენ აკერსონს კი, ვინც დიდი წვლილი შეიტანა „ჯენერალ მოტორსის“ კრიზისიდან გამოყვანაში - მოემტება. თუმცა, გაზეთი „იუ ეს ეი თუდეი“ ირწმუნება, რომ აკერსონის ხელფასი არ შეიცვლება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვინტერკორნის ხელფასი 3 მილიონი ევროთი შემცირდება. ამის მიუხედავად, ის მაინც 15 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. მის გარდა, ხელფასი „ფოლკსვაგენის“ დირექტორთა საბჭოს ყველა წევრსაც მოაკლდება. რაც შეეხება ცეტშეს, „დაიმლერმა“ ახლახანს მას კონტრაქტი სამი წლით გაუგრძელა, ხელფასი კი დაახლოებით ნახევარი მილიონით შეუმცირა, რის შემდეგაც, ცეტშე 8.15 მილიონ ევროს მიიღებს. მის გარდა, ბონუსები „დაიმლერის“ დირექტორთა საბჭოს რვა წევრსაც შეუმცირდება.
რაც შეეხება აკერსონს, „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, მისი ხელფასი 9-დან 11.1 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. მაგრამ „ჯენერალ მოტორსი“ (იუ ეს ეი თუდეის ცნობით) ამ ინფორმაციას უარყოფს. ნებისმიერ შემთხვევაში, აკერსონი თითქმის ორჯერ ნაკლებს ღებულობს, ვიდრე „ფორდის“ მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი და „ფიატის“ და „კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე.

No comments:

Post a Comment