დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 14, 2013

„ჰიუნდაი HCD-14 ჯენეზისი“ - ახალი „ჯენეზისის კონცეპტუალური სახე

Hyundai's HCD-14 Concept Hints at the Design of the 2014 Genesis Sedan
14 თებერვალი
დეტროიტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „ჰიუნდაის“ კონცეპტუალური ავტომობილი, HCD-14 იყო, რომელიც კორეულმა სპორტული სედანის სტილში შეასრულა და რაც მთავარია, რომლის სტილის ელემენტებსაც, მეორე თაობის საშუალო ზომის „ჯენეზისზე“ ვიხილავთ, ავტომობილზე, რომლის ბაზარზე გამოჩენაც მომავალ წელსაა მოსალოდნელი.
კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობაში, პირველ რიგში, ყურადღებას მისი ზორბა რადიატორი იქცევს, რომელსაც ხუთი განივი ზოლი ამშვენებს. მეორე დამახასიათებელი თვისებაა უკანა კარები, რომლებიც სალონის უკანა კიდეს, თითო სამაგრით ეყრდნობა. და რამდენადაც წინა და უკანა კარები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იღება, მათ შორის შუა საყრდენი აღარ ფიგურირებს.
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი ელემენტები შეიძლება სულაც არაა ის სტილისტური თავისებურებანი, რომლებსაც სერიულ „ჯენეზისზე“ ვიხილავთ. განსაკუთრებით, ეს კარებს ეხება. სავარაუდოდ, სედანს შუა საყრდენიც ექნება. რადიატორის ფორმაც იმდენად აგრესიულია, რომ სერიულ მოდელზე მას ალბათ უფრო შერბილებულს ვიხილავთ. ახალი სტილის გარდა, კონცეპტუალური HCD-14 იმის ნიშანიცაა, რომ კორეული კომპანია თავისი ავტომობილების გამას, მალე ოთხკარიანი კუპეთი შეავსებს.
„პრემიუმ კლასის ოთხკარიანი კუპე „HCD-14 ჯენეზისი“ არის მსუბუქი, რბილი სილუეტის მქონე ავტომობილი, რომელიც ჰაერის ნაკადს ადვილად ჭრის, თუმცა მისი ფორმა თხიერ თემას აგრძელებს და გარემოსადმი მის მეგობრულობას უსვამს ხაზს“, - ამბობს „ჰიუნდაი ნორთ ამერიკას“ დიზაინის შეფი კრისტოფერ ჩეპმენი. მის სიტყვებში იგულისხმება, რომ კომპანია ახლანდლი დზაინის (თხიერი სკულპტურა) თემას ავითარებს.
კონცეპტუალური ავტომობილის სტილისტური თავისებურებებიდან, სალონის ბევრი ელემენტიც ვერ მიაღწევს კონვეიერამდე. სალონში ყურადღებას იქცევს მისი მდიდრული სტილი. საინტერესოა, რომ უარი თქვეს ცენტრალურ კონსოლზე, რის საშუალებასაც, საჭის რგოლის უკან მდებარე მრავალფუნქციური და ერთი შეხედვით, მარტივი დაფა იძლევა.
ავტომობილი აღჭურვილია „ჰიუნდაის“ სერია „ტაუს“ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელსაც საწვავის უშუალო შეფრქვევისა და გაზგამანაწილებელი მექანიზმის მუდმივად ცვალებადი ფაზები სისტემა ემსახურება. ძრავთან, 8-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის.

„ჰიუნდაი ნორთ ამერიკას“ მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი ამბობს, რომ მისი კომპანიის საქმიანობა პრემიუმ სეგმენტში წარმატებულია. ამის ნიშანია ის ფაქტი, რომ ამერიკის ბაზარზე, პრემიუმ სეგმენტის საცალო გაყიდვებში, კორეულ კომპანიას, თავისი ორი სედანის - „ჯენეზისისა“ და „ეკუუსის“ დახმარებით, დაახლოებით 9 პროცენტი უკავია. არადა, მთლიანად კომპანიაზე ამერიკული ბაზრის დაახლოებით 5 პროცენტი მოდის.
ასეთი წარმატება, „ჰიუნდაის“ პრემიუმ სეგმენტში უფრო გააქტიურებისკენ უბიძგებს, ეს კი ახალი მოდელების წარმოების დაწყებითაა შესაძლებელი. სწორედ ასეთი შეიძლება გახდეს კონცეპტუალური „HCD-14 ჯენეზისის“ სტილის ოთხკარიანი კუპე. შეგახსენებთ, რომ „ჰიუნდაის“ დიზაინის განყოფილებას ახალი შეფი ჰყავს - სახელოვანი პეტერ შრაიერი, რომელიც იმავდროულად, მონათესავე „კიას“ პრეზიდენტი და დიზაინის შეფიცაა.

No comments:

Post a Comment