დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 13, 2013

„აუდი ტაიპ C“ – „აუტო უნიონის“ ლეგენდის კონცეპტუალური ვერსია

Auto Union Type C Record Car Revived With Audi Stromlinie 75 Concept

13 თებერვალი
ავტოსპორტის მოყვარულებს ალბათ გაუგიათ, რომ მეორე მსოფლიო ომამდე, ევროპულ ავტოდრომებზე „ვერცხლისფერი ისრების“ ორი გუნდი ბატონობდა. მათგან ერთი „აუტო უნიონს“ (ახლანდელი აუდი) ეკუთვნოდა, მეორე კი - „მერსედეს-ბენცს“. პირველში ბერნდ როზმეიერი ბრწყინავდა, მეორეში კი - რუდოლფ კარაჩოლა. რა თქმა უნდა, იყო განუმეორებელი ტაციო ნუვოლარიც, მაგრამ ის ძირითადად იტალიური მანქანებით ასპარეზობდა და „აუტო უნიონის“ სახელით მხოლოდ რამდენიმე რბოლაში მიიღო მონაწილეობა.

კარაჩოლასა და როზმეიერის პაექრობებზე კი ლეგენდები დადიოდა. მათ გუნდებს თვით ფიურერის მხარდაჭერა ჰქონდათ, მანქანების შექმნაში კი ფერდინანდ პორშე მონაწილეობდა. მათი დაპირისპირება სიჩქარის რეკორდსაც შეეხო - ადოლფ ჰიტლერს სურდა, რომ მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი გერმანული ყოფილიყო. ამისათვის კანცელარიამ სპეციალურად გამოჰყო უზარმაზარი თანხა - 500 000 მარკა, რომელიც ორივე კომპანიას გადაუნაწილა.
სამქიმიანებმა პირველებმა შეძლეს საერთო სარგებლობის გზაზე 400 კმ/სთ ზღვარის გადალახვა (მერსედეს W125). „აუტო უნიონმაც“ მოამზადა ავტომობილი - „ტაიპ C“, მაგრამ რეკორდის დამყარების ერთ-ერთი მცდელობისას, როდესაც სიჩქარემ 429 კმ/სთ-ს მიაღწია, ქარმა როზემეიერის მანქანა ამოაყირავა. სამწუხაროდ, პილოტი დაიღუპა. რეკორდამდე კი ძალიან ცოტა დააკლდა...

მას შემდეგ, 75 წელი გავიდა. შტუტგარტში, თავისი ისტორიის ამ გამორჩეულ მომენტს, „მერსედეს-ბენცის“ მუზეუმში, სპეციალური სექტორის გამოყოფით აღნიშნავენ. „აუდის“ აღსანიშნავი არაფერი აქვს ტრაგედიის გახსენების გარდა. სამაგიეროდ, მისი სარეკორდო ავტომობილის შთაგონებით, პოტსდამის ინსტიტუტის სტუდენტმა ლუკე რიტვაგემ, კონცეპტუალური ავტომობილი - „აუდი შტრომლინიე 75 კონცეპტი“ შეიმუშავა.

ავტომობილი საოცრად ჰგავს ლეგენდარულ „ტაიპ C-ს“. ოღონდ, მასზე მოკლეა, აქვს დასაკეცი სპოილერი და რაც მთავარია, ელექტრული R8-ს ძალური დანადგარითაა აღჭურვილი. რიტვაგე ამბობს, რომ კონცეპტუალური ავტომობილის შესაქმნელად, „ტაიპ C-ს“ ნახაზები, ასევე სარეკორდო ავტომობილის 1:18 მასშტაბური მოდელი გამოიყენა.

No comments:

Post a Comment