დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 18, 2013

„რედ ბულის“ შეფი ვებერს თანაბარ პირობებს შეპირდა

Red Bull chief Dietrich Mateschitz assures Mark Webber of equality

18 თებერვალი
მარკ ვებერი და ჰელმუტ მარკო
კომპანია „რედ ბულის“ დამაარსებელი და თანამფლობელი დიტრიხ მატეშიცი ირწმუნება, რომ ახალ სეზონში, მარკ ვებერს ჩემპიონობისთვის ბრძოლის ისეთივე პირობები ექნება, როგორიც სებასტიან ფეტელს აქვს. არადა, ახლახანს მისმა მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ საქვეყნოდ განაცხადა, რომ ავსტრალიელ მრბოლს უჭირს იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან გამკლავება, რაც ტიტულისთვის ბრძლას თან ახლავს ხოლმე.
ამასთან დაკავშირებით, „გაძეტა დელო სპორტმა“ მატეშიცს ჰკითხა, „რედ ბული“ აქცენტს ისევ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონზე გააკეთებს, თუ ვებერსაც ექნება შანსი, რაზეც ავსტრიელმა მილიარდერმა ასე უპასუხა: „მასაც ისეთივე შანსი ექნება, როგორიც ფეტელს. მარკი ძალიან ძიერი და ქარიზმატული პიროვნება და განსაკუთრებული მრბოლია. საერთოდ, ყველასთვის კონკურენცია გუნდის შიგნით, თანაგუნდელთან იწყება. ეს ყოველთვის ძნელია, მაგრამ ყველგან ასეა. ჩვენთან კი ამ მხრივ, საუკეთესო მდგომარეობას მეგობრული გარემო ქმნის“.
სხვათა შორის, ვებერმა მარკოს საკმაოდ მკაცრი პასუხი საკუთარ ვებგვერდზე გასცა: „ჩვენს სპორტში ყველას საკუთარი გეგმა და მიზანი გააჩნია და ფაქტია, რომ მარკოს გეგმებში ჩემი ადგილი არასდროს ყოფილა“.

No comments:

Post a Comment