დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, February 1, 2013

„ფორს ინდიაც“ მზადაა

New Force India VJM06 Formula 1 car unveiled at Silverstone
1 თებერვალი
ინდურმა გუნდმა მანქანის მომზადება უკვე მოასწრო, მაგრამ ერთი ადგილი ჯერაც ვაკანტურად აქვს - სილვერსტოუნის ტრეკზე ჩატარებული პრეზენტაციისას, დამსწრე საზოგადოებას მანქანა შოტლანდიელმა პოლ დი რესტამ წარუდგინა. ხოლო ვინ დაიკავებს „ზაუბერში“ გადასული გერმანელი ნიკო ჰულკენბერგის ადგილს, ეს მალე გაირკვევა.
ტექნიკურ დირექტორ ენდრიუ გრინის თქმით, მართალია, გასული სეზონის მიწურულს, გუნდს სოლიდური პროგრესი ჰქონდა - ბოლო რვა რბოლაში ქულების აღება შეძლო, ბრაზილიაში კი ჰულკენბერგი 30 წრის განმავლობაში ლიდერი იყო, მაგრამ ანალიზმა აჩვენა, რომ მანქანის პოტენციალი სრულად ათვისებული იყო, რის გამოც, ახალი სეზნისთვის მისი საფუძვლიანი გადაკეთება გადაწყდა.
„ეს ახალი მანქანაა. გასულ სეზონში, მანქანის დახვეწა სულ უფრო ძნელდებოდა, რის გამოც ჩავთვალეთ, რომ მისი პოტენციალი ამოწურული იყო. ამ გადაწყვეტილებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ რეგლამენტი თითქმის უცვლელი დარჩა. იმისათვის, რომ მანქანის შესაძლებლობები გაგვეზარდა, მისი ძირეულად გადაკეთება დაგვჭირდა. ამაში კი გასული სეზონის მიწურულს შესრულებული სამუშაოები დაგვეხმარა“, - განაცხადა გრინმა.
მისი თქმით, ინჟინრებს ასევე ახალი საბურავების მახასიათებლების გათვალისწინებაც მოუხდათ. მთავარი ამოცანა კი ის იყო, რომ წინა ნაწილის გზასთან ჩაჭიდება გაეზარდათ. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ პირველივე წრიდან, რეზინის მაქსიმალური ეფექტით გამოყენება იყოს შესაძლებელი. გრინის თქმით, საფუძვლიანი ანალიზის მიუხედავად, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, როგორ მუშაობს „პირელის“ ახალი საბურავები. წინასასეზონო ტესტებზე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ამის გარკვევა იქნება.
რაც შეეხება მეორე პილოტის ვაკანსიას, არის ვარაუდი, რომ ამ ადგილს ჟიულ ბიანკი დაიკავებს. თუმცა, „ფორს ინდიას“ ახალი VJM06-ს პრეზენტაციის დროს, ფრანგი მარანელოში იყო, სადაც „ფერარი F138-ის“ პრეზენტაციას დაესწრო.

No comments:

Post a Comment