დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, January 21, 2013

„შელბი ფოკუს ST“

Shelby Juices Up 2013 Ford Focus ST's Looks and Dynamics
21 იანვარი
როგორც წესი, „შელბის“ ინჟინრები ძირითადად „ფორდის“ ავტომობილების სრულყოფაზე არიან სპეციალიზებუნი, მათი საყვარელი მოდელი კი ამერიკის იკონა - „მუსტანგია“. თუმცა, „შელბის“ რკინის ჯადოქრების ყურადღებას ხანდახან ცისფერი ოვალის სხვა ავტომობილებიც იქცევენ. ამჯერად ეს „სხვა“ ჰეჩბეკ „ფოკუსის“ ტემპერამენტიანი ვერსია ST აღმოჩნდა.

„ფორდ ფოკუს ST-ს“ შელბისეული ვერსია, რომელსაც მხოლოდ 500 ცალს დაამზაედბენ, პირველად დეტროიტის მოტორ შოუს დამთვალიერებელმა იხილა. გამოფენაზე ასევე ითქვა, რომ საბაზო ავტომობილის მოდერნიზება, საკუთრივ „ფოკუს ST-ს“ ფასის (23 700 დოლარი) გარდა, დამატებით 14 995 დოლარი დაჯდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოდერნიზება არ ითვალისწინებს ძრავის სრულყოფას, საკმაოდ ძვირია...


შეგახსენებთ, რომ „ფოკუს ST-ს“ ძრავი 250 ცხენის ძალას იძლევა. „შელბიში“ ჩათვალეს, რომ ეს სრულიად საკმარისია. სამაგიეროდ, მათ საკიდარი დახვეწეს. უფრო სწორედ, გამოცვალეს. შედეგად, ავტომობილი დადაბლდა. გარდა ამისა, ის ახალ ბორბლებზე დააყენეს, რომელიც სპორტული საბურავებითაა შემოსილი. ბორბლებში უფრო ზორბა და ეფექტური მუხრუჭები ჩაეტია, უკან კი „შელბის“ „ფოკუს ST“ კომპანია „ბორლას“ წყვილმა გამოსაბოლქვმა დაამშვენა.


სახეზეა გარეგნული ცვლილებებიც. მანქანას გვერდზე შავი ზოლი გაუყვება, რომელიც უკან ფართოვდება და ჭადრაკულ ფორმას ღებულობს. ზოლის წინა ნაწილს წარწერა „შელბი“ ამშვენებს. კაპოტი და უკანა ანტი ფრთა, ეგრეთ წოდებული კარბონის კომპოზიტისგან დამზადდა, კაპოტზე ორი სავენტილაციო „ლაყუჩი“ გამოჩნდა. წარწერა „შელბი“ ამშვენებს ინტერიერსაც.


„შელბიმ“ გამოაცხადა, რომ ამით „ფოკუს ST-ს“ სრულყოფის პროცესი არ დასრულებულა. შემდეგ ვერსიაზე, რომელიც ასევე შეზღუდული რაოდენობით დამზადდება, ძრავსაც გააძიერებენ. თანაც, ცხენის ძალების მატება მნიშვნელოვანი იქნება...

No comments:

Post a Comment