დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 2, 2013

„ფორმულა E-მ“ რომის ქუჩებში ინავარდა (ვიდეო)


FIA Formula E Teased - EV Racer Gets Driven Through Rome
2 იანვარი
ფორმულა E პირველი სეზონისთვის ემზადება. უკვე შერჩეულია მისი ფორმატი, შედგენილია რეგლამენტი, შემუშავებულია ღიაბორბლიანი სარბოლი ავტომობილის კონსტრუქცია და დამზადებულია მისი პირველი პროტოტიპი. უკვე განსაზღვრულია ისიც, რომ ახალი სერიის ევოლები, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში ჩატარდება.

მასპინძელი ორი ქალაქიც ცნობილია - ერთი რიო დ ჟანეიროა, მეორე კი - რომი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომაელებმა ახალი სარბოლი მანქანა პირველებმა იხილეს კიდეც მათი ქალაქის ქუჩებში - სერიის ორგანიზატორებმა პირველი ვიდეო-ტიზერი სწორედ რომში გადაიღეს. გადაღების დროს, ელექტრონულ ფორმულას ესკორტად კარაბინერების ოთხი მოტოციკლი მიჰყვებოდა.
მანქანა, რომლის ძალურ დანადგარებსაც, კომპანია ციტეკი და „მაკლარენი“ დაამზადებენ, უკვე გადის ტესტირების და სრულყოფის პროცესს. სერიის ორგანიზატორებს უკვე 42 მანქანაც კი შეუკვეთავთ. ცნობილია ისიც, რომ ერთსაათიანი რბოლების დროს, ყოველი პილოტი ორ მანქანას გამოიყენებს - ამის მიზეზი ისაა, რომ მთელი დისტანციისთვის სამყოფი ელემენტები ბევრ ადგილსაც დაიკავებს და მანქანას მეტისმეტადაც დაამძიმებს, რაც მის დიანმიკურ მახასიათებლებს გააუარესებს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ პილოტზე გუნდებს 2-2 მანქანა დასჭირდებათ.
რაც შეეხება რბოლების დიდი ქალაქების ქუჩებში გამართვის იდეას, ამის მიზეზი ისაა, რომ ასე შესაძლებელი იქნება ელექტრომობილების პროპაგანდა და სერიის ორგანიზატორების მთავარი მიზანი სწორედ ესაა. როგორც წესი, ქალაქის ქუჩებში რბოლების ჩატარებას ხმაურის გამო ერიდებიან ხოლმე. ელექტრომობილები კი პრაქტიკულად უხმაურო მანქანებია. თანაც, ისინი არც ატმოსფეროს აბინძურებენ.

ვიდეო

No comments:

Post a Comment