დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 19, 2012

„ფორდ ფიესტა“ წლის საუკეთესო მეორადი ავტომობილია

Ford Fiesta – the Best Used Car of the Year of 2012
19 დეკემბერი
მეექვსე თაობის „ფიესტას“ წარმოება „ფორდმა“ 2008 წელს დაიწყო, კიოლნის ქარხანაში. ახალი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი მაშინვე ბესტსელერი გახდა, რაც დახვეწილმა დიზაინმა, ფართო სალონმა, კარგმა ტემპერამენტმა და საწვავის ეკონომიურმა ხარჯმა განაპირობა.
მეექვსე „ფიესტა“ ამერიკული კომპანიის გერმანულ ტექნიკურ ცენტრში შეიმუშავეს და მას მარათონული ტესტირება ჩაუტარეს. ამის შედეგი კი ისაა, რომ ავტომობილი ძალიან გამძლე გამოვიდა. რიგ ქვეყნებში „ფიესტა“ ბაზრის ლიდერია, ახლახანს კი მან 2012 წლის საუკეთესო მეორადი ავტომობილის წოდებაც მოიპოვა.
მეექვსე თაობის „ფიესტა“ გლობალური ავტომობილია. მას ევროპაში, აშშ-ში, ბრაზილიაში, არგენტინაში, მექსიკაში, ვენესუელაში, ჩინეთში, ინდოეთში, ტაილანდსა და სამხრეთ აფრიკაში აწარმოებენ. ამასთან, პირველი თაობის შემდეგ, ეს პირველი „ფიესტაა“, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე იყიდება. მალე ამერიკული კომპანია „ფიესტას“ ფეისლიფტინგს ჩაუტარებს - მნიშვნელოვნად შეიცვლება წინა და უკანა ნაწილების სტილი.

No comments:

Post a Comment