დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 4, 2015

დათა ქაჯაიას ETCC-ს ჩემპიონის თასი გადაეცა

Tarquini crowns Kajaia ETCC TC2T champion
4 დეკემბერი
ევროპის ტურინგის სერიის ქართველი ჩემპიონი, ტურინგის იტალიელმა ვარსკვლავმა გაბრიელე ტარკვინიმ დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია - „მოტორსპორტ ევარდსი“, რომლის მასპინძელი სპორტული ტელეკომპანია „ევროსპორტია“, პარიზში გაიმართა. მასზე საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის და მოტორსპორტის საერთაშრისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული სარბოლო სერიების გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
დათა ქაჯაია პირველი ქართველი მრბოლია, ვინც პოპულარულ ტურინგის კლასში, ევროპული სერიის (ევროპული ტურინგის ავტომობილების თასი - ETCC) გამარჯვებული გახდა. მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა TC2T კლასში, სადაც 12-დან 9 რბოლა მოიგო და უახლოეს მდევარს 49 ქულით აჯობა. რაც მთავარია, ის აბსოლუტურ ჩათვლაშიც მუდმივად მოწინავეთა შორის იყო და მის „ბეემვეზე“ სწრაფ „სეატის“ მონო სერიის პილოტებსაც ხშირად სჯობდა.
დათას შესაძლებლობები სათანადოდ დააფასა გერმანულ გუნდ „ტიმ ენგსტლერის“ შეფმა, ტურინგის კლასის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, ფრანც ენგსტლერმა, ვინც ქართველი მრბოლი მომავალი სეზონიდან, საერთაშორისო სერია TCR-ში საასპარეზოდ მიიწვია და კონტრაქტიც შესთავაზა. TCR არის ტურინგის მსოფლიო ჩემპიონატის (WTCC) ხელმისაწვდომი განყოფი, რომელიც WTCC-ს ყოფილი შეფის, მარჩელო ლოტის მიერაა ორგანიზებული. მასში მონწილეობა, დათასთვის, ვინც ტურინგის კლასში გადასვლამდე, ზედიზედ სამჯერ გახდა ლეჯენდსის კლასში ევროპული სერიების ჩემპიონი, მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
„მოტორსპორტ ევარდსის“ დაჯილდოების ცერემონიას, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ტოდტი და საერთაშორისო მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ვიტო იპოლიტოც დაესწრნენ. ETCC-ს გარდა, ცერემონიაზე WTCC და რალის ევროპის ჩემპიონატის (ERC), ასევე მოტორსპორტის გამძლეობაზე რბოლების გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს. მათ შორის იყო WTCC-ს მესამე ადგილოსანი, რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები.

No comments:

Post a Comment