დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 23, 2015

„სუზუკი“ ინდოეთში ახალ ქარხანას ააშენებს

90% of Maruti shareholders approve of Suzuki building the Gujarat plant
23 დეკემბერი
„სუზუკი“ ინდოეთის შტატ გუჯარათში ახალ ქარხანას ააშენებს, სად წარმოებულ ავტომობილებსაც, მისგან პარტნიორი კომპანია „მარუტი“ შეიძენს და საკუთარ სადილერო ქსელში გაჰყიდის. ამ გადაწყვეტილების მიღებას, ინდურ-იაპონურ ალიანს „მარუტი სუზუკის“ აქციონიორთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს წვრილმა აქციონერებმა, რომელთა ნაწილიც წინააღმდეგი იყო იმის, რომ ქარხანა მხოლოდ „სუზუკის“ აეშენებინა, მისი ინდოელი პარტნიორი კი მხოლოდ პროდუქციის რეალიზატორი ყოფილიყო. თუმცა ალიანსის ხელმძღვანელობამ და როგორც კენჭისყრამ აჩვენა, აქციონერების უმეტესობამაც ჩათვალა, რომ როლების ამგვარი გადანაწილება, ორივე მხარისთვის სარგებლიანი იქნება და მათ რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას მისცემს.
ქარხანა 2017 წლის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს. „სუზუკი“ მის ასაშენებლად, 277.5 მილიონი დოლარის ინვესტიციას გაიღებს. „მარუტიმ“ ქარხნის ასაშენებლად, ქალაქ აჰმადაბადის მახლობლად, ლიზინგით 1000 აკრი ფართობის მიწა აიღო, რის სანცვლოდაც, იქ წარმოებულ ავტომობილებს თავად გაიტანს ბაზარზე სარეალიზაციოდ. ქარხნის სავარაუდო საწარმოო სიმძლავრე, წლიურად 150 000 ავტომობილია.
„მარუტი სუზუკის“ თავმჯდომარე ერსი ბჰარგავა ამბობს, რომ თანამშრომლობის ამგვარი ფორმულა, ორივე კომპანიისთვის მოგებიანი იქნება. ისინი მიღებულ მოგებას, ახალ ტექნოლოგიებს და გაყიდვების ქსელის განვითარებას მოახმარენ. პირველი ავტომობილი, რომელსაც გუჯარათის ქარხანა გამოუშვებს, შვიდადგილიანი კეიქარი „სუზუკი/მარუტი ვეგონ R“ (ფოტოზე) იქნება.

No comments:

Post a Comment