დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 3, 2015

„მაკლარენის“ ფორმულს 1-ის მომავლის მანქანა

McLaren reveals F1 concept car
3 დეკემბერი
„მაკლარენმა“ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც მისი კონცეპტუალური სარბოლო ავტომობილია გამოსახული. ავტომობილის სახელია „მაკლარენ MP4-X“ და ის გამოხატავს უოკინგელი ინჟინრების ხედვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში ფ1-ის ბოლიდი. კონცეპცია ბრიტანული კომპანიის გამოყენებითი ტექნოლოგიების ცენტრმა შეიმუშავა, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობამ, მომავლის ფ1-ის ავტომობილის შექმნა, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაავალა.

ავტომობილი გამორჩეულია თავისი აეროდინამიკური სტაციონარული და აქტიური ელემენტებით. მაგალითად, მანქანის ძრზე არის რამდენიმე ჰაერსადინარი, რომლებიც გრაუნდ ეფექტს უზრუნველყოფენ. აქტიური ელემენტები კი - მოძრავი ფრთები, მოსახვევებში მაქსიმალური ფართობით გაიშლება, რათა სიჩქარის სწრაფ შემცირებას შეუწყოს ხელი, მაღალ სიჩქარეზე კი იკეცება და ჰაერის შემხვედრ ნაკადს, მინიმალურ წინააღმდეგობას უწევს.
რაც შეეხება აგრეგატს, ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ელექტრულ ჰიბრიდული აგრეგატი ანიჭებს. ამ სისტემას რბოლისას, ტრეკის გასწვრივ ჩამონტაჟებული ინდუქციური მარყუჟების დახმარებით, ავტომობილისთვის დამატებითი აჩქარების მინიჭება შეუძლია. ელექტრულ აგრეგატ(ებ)ს ენერგიით ასობით ელემენტი კვებავს, რომლებიც ავტომობილის შასის მზიდ სტრუქტურაშია ჩამონტაჟებული. სწორედ ამ ელემენტებს შეუძლია ელექტრომაგნიტური ინდუქციური მარყუჟებისგან ენერგიის მიღება. დამატებით ენერგიას კი მზის ელემენტები იძლევა.
აეროდინამიკური ელემენტების ზედაპირი დაფარულია სპეციალური ელექტროდებით, რომლებსაც მოსახვევებში ჰაერის ნაკადის პლაზმად გარდაქმნა და ჰაერზე მკვრივი პლაზმის ჭავლის ფრთებზე მიმართვა შეუძლია. ეს კი ბორბლების გზის საფართან უკეთეს ჩაჭიდულობას უზრუნველყოფს. ფრთებს მახსოვრობა აქვს და საჭირო ადგილზე ოპტიმალურ დახრას თავისით ღებულობს.

ცალკე აღნიშვნას კოკპიტი იმსახურებს, რომელიც დახურულია გამჭვირვალე სანთლით, რომელიც აბსოლუტურ გამჭვირვალობას და დაცულობას უზრუნველყოფს. აქ საჭის რგოლს ჯოისტიკი ცვლის. მაჩენებლების დაფა კი ჰოლოგრაფიულია და მასზე ყველა საჭირო ინფორმაციის გამოსახვა არის შესაძლებელი. რადარულ სისტემას, სხვა ბოლიდებთან დისტანციის კონტროლის უნარი აქვს.

No comments:

Post a Comment