დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 11, 2015

სახეშეცვლილი SL როდსტერი ლოს ანჯელესში პრემიერის წინ

2017 Mercedes-Benz SL Roadster Shows Its Face Before It Debuts In LA
10 ნოემბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, „მერსედეს-ბენცი“ ორ განახლებულ ავტომობილს წარადგენს. მათგან ერთია სახელ შეცვლილი GLS, მეორე კი როდსტერი SL, რომლის პირველი ფოტოც, გერმანულმა კომპანიამ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა.
ფოტოს თან ახლავს მცირე განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ როდსტერს ახალი გარეგნობა აქვს, რომელსაც რადიატორის „ბრილიანტებიანი ცხაური“ და უფრო „შერბილებული“ ფორმის ფარები აქვს. ამ ახალი სახით, SL ახლოსაა AMG GT-სთან, რომელსაც რადიატორის და ფარების გარდა, წინა ბამპერიც მიუგავს.
ამასთან მოსალოდნელია, რომ ავტომობილის უკანა ნაწილში, ფორმები ძირითადად უცვლელი დარჩება. ალბათ შეიცვლება უკანა ფარების და ბამპერის მოყვანილობა. სიახლეები იქნება სალონშიც, თუმცა არა ისეთივე თვალსაჩინო, როგორიც რადიატორის და წინა ფარების შემთხვევაშია. მაგალითად, შეიცვლება საჭის რგოლი, ინფოტაინმენტ სისტემას კი უფრო ზორბა სენსორული ეკრანი მოემსახურება.
დიდი ალბათობით, უცვლელი დარჩება აღჭურვილობა, რომელშიც V6, V8 და V12 ძრავები შედის.

No comments:

Post a Comment