დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 30, 2015

პირველი „ბენტლი ბენტაიგა“ დედოფალ ელიზაბეთს ნადრობისას მოემსახურება

First Benltey Bentayga Rolls Off The Production Line
30 ნოემბერი
„ბენტლიმ“ თავის ქრიუს ქარხანაში უგზოობის პირველი ავტომობილის, „ბენტაიგას“ წარმოება დაიწყო. პირველმა „ბენტაიგამ“ უკვე დატოვა ქარხნის ამწყობი პლატფორმა. ეს არის ანთრაციტის ფერში შეღებილი ავტომობილი, რომელიც მთლიანად ხელით არის აწყობილი. ამ პროცესს კი სულ 130 საათი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში, ავტომობილმა გაიარა ძარის და შასის პლატფორმები, სამღებრო სექცია და ამწყობი პლატფორმა. მთელ ამ ამწყობი ხაზის შეძენა-დამონტაჟებას 840 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია მოხმარდა.

როგორც პირველი ავტომობილის გამოშვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა განაცხადა, „ბენტაიგა“ უგზოობის ავტომობილების სრულიად ახალ სეგმენტს უყრის საფუძველს და ის ამ სეგმენტის ყველა ახალი მოთამაშისთვის ეტალონი იქნება.
„ბენტლის“ არ დაუზუსტებია, ვისთვისაა განკუთვნილი პირველი „ბენტაიგა“, თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ მას ბალმორალში (შოტლანდია) გააგზავნიან, სადაც მის უდიდებულესობა დედოფალ ელიზაბეთ II-ს ფარეხში დაბინავდება და მასვე, სანადირო ექსპედიციების დროს მოემსახურება. ასევე უცნობია, პირველი ავტომობილი აღჭურვილია, თუ არა „ბრეიტლინგის“ მექანიკური საათით (მულინერ ტურბიონ) და იმ ექსკლუზიური ოპციური ეკიპირებით, რომელიც დამატებით 150 000 გირვანქა სტერლინგი ღირს.

„ბენტლი ბენტაიგა“ აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი W12 ძრავით, რომელიც წყვილი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 608 ცხენის ძალას და 900 ნიუტონმეტრს ავითარებს. ბრიტანეთში „ბენტაიგას“ ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი 160 200 გირვანქა სტერლინგი ღირს, გერმანიაში ფასი 208 500 ევროა, ამერიკაში კი - 229 100 დოლარი.

No comments:

Post a Comment