დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 7, 2015

„ფოლკსვაგენს“ ვალტერ დე სილვაც ტოვებს

Long-Serving Volkswagen Chief Designer Walter de Silva to Leave the Company
7 ნოემბერი
„ფოლკსვაგენს“ კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა ტოვებს - თანამდებობიდან გერმანული ჯგუფის მთავარი დიზაინერი ვალტერ დე სილვა მიდის. მან მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა. მართალია, არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ამ თემის მიმომხილველებს ორი ვარაუდი აქვთ, რომელთაგან ორივეს საფუძველი გააჩნია.
პირველის მიხედვით, დე სილვა გაწბილებულია კომპანიით, რომელიც ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სკანდალ დიზელგეიტშია გახვეული. მეორე ვარაუდით, „ფოლკსვაგენი“ თავის არაერთ მაღალი თანამდებობის პირს შეელევა, რითაც ფინანსების დაზოგვას ეცდება. დე სილვა კი ერთ-ერთი მათგანია, მითუმეტეს მას ასაკის გამო, ისედაც მალე უწევს თანამდებობიდან წასვლა.
ვალტერ დე სილვას თებრვალში 65 წელი შეუსრულდბა და ეს საპენსიო ასაკია. ვოლფსბურგულ კომპანიაში მას უკვე 16 წელი აქვს გატარებული. აქედან ბოლო ცხრა წელი, ჯგუფის მთავარი დიზაინერის როლში. მას ახლო ურთიერთობა აქვს მარტინ ვინტერკორნთან, რომელმაც დიზელგეიტის გამო, ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის პოსტი უკვე დატოვა.

No comments:

Post a Comment