დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 21, 2015

არივაბენე: „ფერარი“ მომავალ სეზონში „მერსედესზე“ წინ იქნება

Maurizio Arrivabene expects Ferrari to be in front of Mercedes next year
21 ნოემბერი
„ფერარის“ შეფ მაურიციო არივაბენეს სჯერა, რომ მომავალ სეზონში მისი პილოტები „მერსედესის“ წინ იქნებიან. ის ამბობს, რომ „ფერარის“ ახალი მანქანის ყველა ნაწილი დაიხვეწება და გაუმჯობესდება. „თუ ჩემი მოლოდინი გაინტერესებთ, ჩვენ უბრალოდ დაწევას კი არა, მათ გასწრებას ვაპირებთ. შემიძლია თქმა, რომ ახლა მათთან ძალიან ახლოს ვართ. მომავალ სეზონში კი მათ წინ უნდა ვიყოთ“, - ამბობს არივაბენე.
ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლაში, სებასტიან ფეტელმა და კიმი რაიკონენმა მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს „მერსედესის“ პილოტების უკან. მაგრამ ფეტელმა განაცხადა, რომ სარბოლო ტემპის მხრივ, ვერცხლისფერ ისრებთან ძალიან ახლოს იყო. რბოლის წინ მან ისიც კი თქვა, რომ სეზონის ბოლო ორ ეტაპზე გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს.
„დღეს ყველამ ნახეთ, მე ხომ არ ვიგონებ, რომ უსაფრთხოების მანქანის და გარემოებათა დახმარების გარეშე, რბოლისას ჩვენ მათტან გაცილებით ახლოს ვიყავით, ვიდრე რომელიმე წინა რბოლაში“, - განაცხადა ბრაზილიური რბოლის შემდეგ არივაბენემ და დაამატა, რომ „მერსედესის“ პილოტებს მაქსიმალურად გარჯა დასჭირდათ იმისათვის, რომ უპირატესობა მოეპოვებინათ. „მხოლოდ „მერსედესში“ იციან ეს, მაგრამ ჩვენ მონაცემები გვეუბნება, რომ ისინი თავს არ ზოგავდნენ“.
„ფერარიმ“ და ფეტელმა ამ სეზონში უკვე სამი რბოლა მოიგეს. მარანელოელებმა ყოველმხრივ გააუმჯობესეს თავიანთი სარბოლო ავტომობილი და რაც მთავარია, მათი აგრეგატიც სიმძლავრით თითქმის გაუტოლდა სამქიმიანებისას. არივაბენე ამბობს, რომ ახალი სეზონისთვის ბოლიდს ყოველმხრივი მოდიფიკაცია ჩაუტარდება. რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება ძრავი, რისთვისაც მათ ხელში (ისევე როგორც მეტოქეების ხელშც) 25 ტოკენია (პირობითი ქულა).

No comments:

Post a Comment