დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 12, 2015

აშშ-ის დიდი პრიზი კითხვის ნიშნის ქვეშ

US GP future under threat as Texas cuts state subsidy
12 ნოემბერი
შეერთებული შტატების დიდი პრიზის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ტექსასის შტატის ხელისუფლებამ, ავტოდრომ „ცირკვიტ ოფ ამერიკასს“ სუბსიდია შეუმცირა. შტატის მთავრობასა და ტრასის მფლობელებს შორის არსებობს ათწლიანი გარიგება, რომლის შესაბამისადაც, ტექსასი ამერიკის დიდ პრიზს ჯამში 250 მილიონი დოლარის სუბსიდიას გაუწევს. ამ კონტრაქტის შესაბამისად, 2012, 2013 და 2014 წლებში რბოლა 25-25 მილიონი დოლარით დაფინანსდა. მაგრამ წლევანდელი რბოლისთვის სუბსიდია 19.5 მილიონამდე შემცირდა.
ყველაფერს ის ფაქტიც დაემატა, რომ უამინდობის გამო, წლევანდელი რბოლა ძალიან წამგებიანი გამოდგა. ბევრი მაყურებელი, მოსალოდნელ ძლიერ წვიმას მოერიდა და რბოლის სანახავად არ მივიდა. ამან კი ტრეკის კომერციული ინფრასტრუქტურა - აქსესუარებით და პროდუქტებით მოვაჭრეები, ასევე გასართობი ბიზნესი დააზარალა. საერთო ჯამში, ვერც ტრეკის მფლობელებმა იხეირეს, ვერც წვრილმა ბიზნესმა და ვერც შტატის ბიუჯეტმა, რომელსაც სასტუმროებისგან, სხვა ტურისტული ობიექტებისგან და ტრანსპორტისგან მოსალოდნელზე ნაკლები გადასახადები ერგება.
„რბილად რომ ვთქვათ, ჩავისვარეთ. ამას არავინ ელოდა. მაგრამ ახლა მთავარი კითხვა ასე ჟღერს - რბოლა დაგვიბრუნდბა?“ - ამბობს ტრეკის დირექტორი ბობი ეპშტაინი და მის ამ სიტყვებს საფუძველი აქვს, რადგან ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ თუ რამე შეიცვალა (ტრეკისგან გადასახადის გადაუხდელობას გულისხმობს), მაშინ რბოლის ოსტინში გამართვა გაგვიჭირდებაო.
არადა, ტრეკისთვის გამოყოფილი სუბსიდია, რეალურად არცაა სუბსიდია და შტატმა ის იმ პოტენციური მოგებიდან გამოითვალა, რომელიც ოსტინსა და ახლომდებარე ლოკაციებში, რბოლების დროს ტურისტების მოზღვავებას მოაქვს. ისინი ხარჯავენ ტრანსპორტში, სასტუმროებში, რესტორნებში, გასართობ ობიექტებზე და რა თქმა უნდა, ტრეკის ბილეთებზე. ყველა ამ ბიზნესიდან კი ბიუჯეტი გადასახადებით სარგებლობს. შტატის წინა გუბერნატორის, რიკ პერის ადმინისტრაცამ გამოთვალა, რომ ტექსასს წელიწადში 25 მილიონად უღირს ფ1-ის და სხვა სერიების რბოლების ჩატარება. და სწორედ ამ თანხას უხდიდა ტრეკის მფლობელებს, რომლებსაც თავის მხრივ, ფ1-ის კალენდარში მოსახვედრად, მილიონობით დოლარის გადახდა უწევთ.
მაგრამ ახლახანს გუბერნატორის პოსტზე, პერი გრეგ ებოტმა შეცვალა, რომლის მოთხოვნით ჩატარებულმა აუდიტმაც აჩვენა, რომ შტატი დაახლოებით 20 პროცენტით ნაკლებს უნდა იხდიდეს...

No comments:

Post a Comment