დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 23, 2015

„ბენტლიმ“ შეიძლება 500-ცხენიანი ელექტრო სპორტქარიც გამოუშვას

Bentley may develop 500-hp, all-electric sports car
23 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე მოდელ „ბენტაიგას“ წარდგენისას, „ბენტლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა თავისი კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კონცეპტუალური „EXP 10 სპიდ 6-ის“ ელექტრული ვერსიის წარმოება არ გამორიცხა. ბრიტანულმა კომპანიამ ეს ავტომობილი პირველად ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა და მასზე საუკეთესო გამოხმაურებები მიიღო. ამ გამოხმაურებებს დურჰაიმერმა ასეთი საერთო ფორმულირება მოუძებნა: „მორჩით ლაპარაკს და გამოუშვით ეს ავტომობილი“.
დურჰაიმერი ამბობს, რომ „ბენტლის“ სურს, ეს კუპე იყოს არა უბრალოდ მორიგი სასურველი ავტომობილი, არამედ რაღაც განსაკუთრებული. ასეთად მას მიაჩნია ელექტრული ძალური დანადგარით აღჭურვილი ვერსია, რომლის სიმძლავრეც 400-500 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. ის დასძენს, რომ კომპანიის ინჟინრები უკვე მუშაობენ ელექტრული ძალური დანადგარის შექმნაზე, თუმცა ეს ჯერ მაინც არ ნიშნავს, რომ ასეთ ავტომობილს ბაზარი იხილავს.
გამოცემა „ტოპ გიარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ბენტლის“ ელექტრომობილი შეიძლება იმავე ძალური დანადგარით აღიჭურვოს, რომელიც „პორშემ“ თავის კონცეპტუალურ „მიშნ E-ზე“ გამოიყენა. ეს ავტომობილი ცუფენჰაუზენელებმა ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. მისი სვლის სიშორე 500 კილომეტრს აღწევს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ელემენტები ჩვეულებრივზე გაცილებით სწრაფად იმუხტება.

No comments:

Post a Comment