დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 23, 2015

წვიმის გამო მეორე პრაქტიკა არ ჩატარდა

Motor racing-Rosberg fastest in wet U.S. practice
23 ოქტომბერი
როგორც სინოპტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, აშშ-ის დიდი პრიზის პირველი დღე წვიმიანი გამოდგა. უფრო მეტიც, ჭექა-ქუხილის და მეხის გამო, მეორე თავისუფალი პრაქტიკა გაუქმდა. პირველზე კი, რომელიც სველ ტრასაზე ჩატარდა, საუკეთესი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც წამზე მეტით აჯობა უახლოეს მდევრებს. ლუის ჰამილტონმა კი, რომელსაც მესამე ტიტულის ოსტინშივე მოპოვების რეალური შანსი აქვს, მხოლოდ ოთხი წრე გაიარა და მეხუთე დროს დასჯერდა.
უნდა ითქვას, რომ უამინდობა ამით არ დასრულებულა. კვალიფიკაციაზე კოკისპირულია მოსალოდნელი. სხვათა შრის, ამერიკაში ახლა მძლავრ ქარიშხალ პატრიციას ელიან და სავარაუდოდ, ტექსასური უამინდობაც ამის პრელუდიაა. უფრო მეტიც, ამერიკამდე პატრიცია მექსიკას გადაუქროლებს, სადაც ერთ კვირაში მომდევნო ეტაპია გასამართი. პატრიციაზე კი ამბობენ, რომ არნახულად ძლიერი იქნება.
მოკლედ, ოსტინში და მექსიკო სიტიში ჯერჯერობით ყველაზე აქტუალური თემა ამინდი და პატრიციაა...

აშშ-ის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:53.989
2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:55.224
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:55.592
4. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                   1:55.667
5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:55.693
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:55.710
7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:55.969
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:56.326
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              1:56.839
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:56.866
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:57.081
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:57.139
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:57.495
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:57.518
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:58.319
16. რაფაელე მარსიელო (იტალია, ზაუბერი)                1:59.431
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:59.743
18. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               2:01.154
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      2:01.907
20. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
არ ჩატარდა

No comments:

Post a Comment