დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 16, 2015

ახალი „სუზუკი ვიტარა“ უნგრეთიდან იაპონიაში

All-New Suzuki Escudo Launched in Japan, It's Actually the Hungarian-Made Vitara
16 ოქტომბერი
„ესკუდო“ - ამ სახელით „სუზუკი“ იაპონიაში უგზოობის ავტომობილებს ჰყიდს, რომლებიც 2.4-ლიტრიანი ძრავებით არის აღჭურვილი და უხეში, კუთხოვანი ფორმებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად მოძველდა, ეს ავტომობილი კვლავაც ბაზარზეა და „ესკუდო 2.4“ ჰქვია. მაგრამ მალე ასე აღარ იქნება. უფრო სწორედ, იაპონური კომპანია მყიდველს სახელ „ესკუდოთი“, სრულიად ახალ ავტომობილს შესთავაზებს, რომელიც ახალი იმიჯით და უახლესი, ეკონომიური აგრეგატებით იქნება გამორჩეული.
ახალი „ესკუდო“ კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტში გაიყიდება. საინტერესოა ისიც, რომ ახალ „ვიტარასთან“ ერთად, მას უნგრეთში აწარმოებენ და იაპონიაში სწორედ უნგრეთში გამოშვებული ავტომობილები შევა. „ვიტარას“ სერიული ვერსიის მსოფლიო პრემიერა პარიზის შარშანდლ მოტორ შოუზე გაიმართა და მაშინვე ითქვა, რომ ის იაპონიაში „ესკუდოს“ სახელით გაიყიდებოდა.
ახალი „ვიტარა“ უკვე იყიდება ევროპის ბაზარზე. იაპონიაში მის (ესკუდოს) გამაში მხოლოდ ერთი ძრავი შევა. ესაა 1.6-ლიტრიანი DOHC, რომელიც 117 ცხენის ძალას და 151 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან წყვილშიც 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი იმუშავებს. მყიდველს შესთავაზებენ როგორც 2WD, ასევე 4WD ვერსიებს. ახალი ავტომობილი ასევე სისტემა „ოლგრიპით“ აღიჭურვება.
„მართალია, „ესკუდო/ვიტარას“ მომცრო სალონი აქვს, მაგრამ იქ მაინც თავისუფლად განთავსდება ხუთი ადამიანი. საბარგულის მოცულობა 375 ლიტრია. ავტომობილი მსუბუქ სტრუქტურაზეა დაფუძნებული და საბაზო შესრულებით, 1 160 კილოგრამს იწონის.
ახალი „ესკუდოს“ იაპონური პრემიერა ტოკიოს მოტორ შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment