დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 28, 2015

„მაზერატი ალფიერის“ დებიუტი 2018 წლამდე გადაიდო

Maserati Alfieri Coupe Delayed Until 2018
28 ოქტომბერი
„მაზერატიმ“ თავისი ელეგანტური კონცხეპტუალური „ალფიერის“ სერიული ვერსიის წარმოების დაწყება, 2018 წლამდე გადადო. ამის მიზეზი ისაა, რომ „ფიატ კრაისლერს“ ახალი ავტომობილების შემუშავებისათვის საჭირო ფინანსების ნაკლებობა აქვს და არც „მაზერატის“ ყველაზე პოპულარული მოდელი „კვატროპორტე“ იყიდება კარგად.
არადა, ჯერ კიდევ შარშან, იტალიურმა კომპანიამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც 2014-2018 წლებში, ექვსი ახალი მოდელის გამოშვებას ითვალისწინებდა. ამათგან ორი უკვე ბაზარზეა და მალე მათ კიდევ ერთი - „მაზერატის“ ისტორიაში უგზოობის პირველი ავტომობილი, სახელად „ლევანტე“, შეემატება. პირვანდელი გეგმით, „ალფიერი“ მომავალ წელს უნდა გამოსულიყო, ერთ წელიწადში კი მას ღია ვერსია მოჰყვებოდა.
გამოცემა „ავტომობილ მეგზინი“ იტყობინება, რომ „ალფიერის“ წარმოება 2018 წელზე ადრე ვერ დაიწყება. შესაბამისად, 2019 ან 2020 წლისთვის გადაიწევს ახალი „გრანტურიზმოს“ გამოსვლა. არადა, იტალიურ-ამერიკული ალიანსის მთავარმა აღმასრულებელმა, „მაზერატისთვის“ რეორგანზაციის გეგმა შეადგინა, რომელიც კომპანიის გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდას ითვალისწინებდა. მართალია, ამ მიზნის მისაღწევად, მთავარი „ლოკომოტივი“ უგზოობის „ლვანტე“ უნდა გახდეს, მაგრამ სხვა ახალი მოდელების გარეშე, გეგმა შეუსრულებელი დარჩება.
ცნობისათვის, „ალფიერი“ „მაზერატის“ გამაში ყველაზე დაბალ ნიშას დაიკავებს. ის აღიჭურვება წყვილტურბოიანი V6 ძრავებით, რომლებიც უპირველესად, სწორედ მისთვის არის შემუშავებული. მათგან ყველაზე მძლავრი 520 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამასთან, ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებაში სრულ ამძრავიანი ტრანსმისია შევა.
და მაინც, „ალფიერიში“ ყველაზე მეტად მიმზიდველი, მისი სტილია, რითაც მან დეტროიტის და ჟენევის მოტორ შოუების დამთვალიერებლები და სპეციალისტები მოხიბლა...

No comments:

Post a Comment