დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 25, 2015

„ლენდ როვერ დისქავერი სპორტ HSE დაინემიკ ლუქს“

New Land Rover Discovery Sport HSE Dynamic Lux revealed
25 სექტემბერი
„ლენდ როვერმა“ თავისი უახლესი ავტომობილის, „დისქავერი სპორტის“ მდიდრული ვერსია - „HSE დაინემიკ ლუქსი“ შეიმუშავა და ის პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა. მისი ფასი 46 000 გირვანქა სტერლინგიდან დაიწყება და ის „დისქავერი სპორტის“ ოჯახში, ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი იქნება. სტანდარტული „დისქავერი სპორტისგან“ განსხვავებით, ვერსია „HSE დაინემიკ ლუქსი“, მძღოლის დამხმარე სისტემებით აღიჭურვება.
„დისქავერი სპორტის“ მდიდრული ვერსია, სტანდარტულისგან გარეგნულად მცირედ განსხვავებულია. მის ძარასა და კარებს, დეკორაციული ელემენტები ამშვენებს, ავტომობილი 20-დუიმიან შავი ფერის ბორბლებზე დგას. სიახლეებია სალონშიც, სადაც გასაფორმებლად ახალი ფერები და დეკორაციული დეტალები გამოიყენეს.
რაც შეეხება მძღოლის დამხმარე სისტემებს, ისინი შევიდა პაკეტში „ინტელიჯენტ დაინემიქს“, რომელშიც შევიდა „ლენდ როვერის“ სისტემა „ოლ ტერეინ პროგრეს კონტროლი“ (რომელიც ცუდ გზებზე, დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, არჩეული სიჩქარის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ) და ადაპტირებადი ამორტიზატორები. გარდა ამისა, ეკიპირებაში შევიდა სისტემა „ექტივ დრაივლაინი“, რომელიც გზის მდგომარეობის შესაბამისად, მამოძრავებელ ძალას ორ, ან ოთხ ბორბალს უნაწილებს.
ცნობისათვის, პაკეტ „ინტელიჯენტ დაინემიქსს“ მალე ოპციის სახით, „დისქავერი სპორტის“ სხვა მოდიფიკაციების მყიდველსაც შესთავაზებენ, ვერსია „HSE დაინემიკ ლუქსზე“ კი ის სტანდარტულ ეკიპირებაშია.
„ლენდ როვერის“ დიზაინის შეფ ჯერი მაკგოვერნის თქმით, „დისქავერი სპორტ დაინემიკი“ იმისთვის შეიქმნა, რომ „დისქავერი სპორტის“ მიმზიდველი გარეგნობა კიდვ უფრო უკეთესი სახით წარმოჩენილიყო. მქრქალი შავი ფერი, ძირითად ფერთა გამას საუკეთესოდ ეხამება, ავტომობილის ფერში შეღებილი ბამპერები კი ავტომობილის სპორტულ ხასიათს უსვამს ხაზს.

No comments:

Post a Comment