დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 14, 2015

„მერსედეს-ბენცის“ მომავალი ფრანკფურტის მოტორ შოუზე

Mercedes-Benz Concept IAA revealed at Frankfurt show
14 სექტემბერი
„მერსედეს-ბენცმა“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „კონცეპტ IAA “ წარადგინა, რომელიც მრავალმხრივ არის საინტერესო. ავტომობილი აღჭურვილია პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით და ინტერიერში მართვის სენსორული მოწყობილობებით, რომლების გამოყენებასაც შტუტგარტელები სერიულ ავტომობილებზე გეგმავენ. გარდა ამისა, „კონცეპტი“ აქტიური აეროდინამიკური ელემენტებითაც აღიჭურვა, რომლებიც მომავალში ასევე გადაინაცვლებს სერიულ მოდელებზე.

კონცეპტუალური ავტომობილის სრული სახელია „ინტელიჯენტ აეროდაინემიკ აუტომობილ“ (IAA - იგივე აბრევიატურა აქვს ფრანკფურტის შოუსაც). ეს არის ოთხკარიანი სედანი, რომელსაც ამდენივე კარი აქვს. რაც მთავარია, აქტიური ელემენტების წყალობით, სიგრძეშიც იზრდება და ამ დროს, მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი, სულ რაღაც 0.19-ია.
კონცეპტუალური ავტომობილი დიზაინის მხრივაც ექსპერიმენტულია. მისი ბევრი გარეგნული ელემენტი, მალე სერიულ ავტომობილებზეც გადაინაცვლებს. თავისი სილუეტით და გაბარიტებით, ის ახლოსაა საშუალო ზომის ლუქს ფასტბეკ CLS-სთან, რომლის მესამე თაობაც ბაზარზე 2017 წელს უნდა გამოვიდეს. და სავარაუდოდ, მას კონცეპტთან ბევრი გარეგნული მსგავსება ექნება.
როგორც კი კონცეპტ IAA-ს სიჩქარე 80 კმ/სთ-ს მიაღწევს, მაშინვე მოქმედებას იწყებს აქტიური აეროდინამიკური ელემენტები. პირველ რიგში აღსანიშნავია ავტომობილის კუდში მოთავსებული მოძრავი ელემენტი, რომელიც ავტომობილის სიგრძეს 390 მილიმეტრს უმატებს და ამგვარად, ძარა უფრო გარსშემოდენილ ფორმას ღებულობს. გარდა ამისა, აქტიურდება მცირე ფარფლები, რომლებიც წინა ბამპერშია მოთავსებული. სიჩქარის ზრდასთან ერთად, სპეციალური ჟალუზისმაგვარი ელემენტი, რადიატორის ცხაურს ხურავს და ჰაერის ნაკადს სასურველ მიმართულებას ანიჭებს.
„მერსედეს-ბენცის“ გაყიდვების და მარკეტინგის შეფი ოლა კალენიუსი არ მალავს, რომ კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინში ბევრი ისეთი ელემენტია გამოყენებული, რომლებიც მალე სერიულ ავტომობილებზეც გამოჩნდება. თუმცა, ის არ აკონკრეტებს ამ დეტალებს. დიდი ალბათობით, ეს პირველ რიგში, მარტივი აეროდინამიკური ელემენტები იქნება. სხვათა შორის, რადიატორის ფორმით და მასში ჩამალული მთავარი ფარებით, „კონცეპტ IAA“ იმ კონცეპტუალურ F015-ს მოგვაგონებს, რომელიც შტუტგარტელებმა დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინეს. როგორც ჩანს, გერმანული კომპანია ამ ფორმას სერიული ავტომობილებისთვის ამზადებს. არც ისაა გამორიცხული, რომ ის მხოლოდ თავის ეკოლოგიურ ავტომობილებზე გამოიყენოს.
„კონცეპტ IAA-ს“ დიზაინის ვერსიის (აეროდინამიკურად დაუგრძელებლის) სიგრძე 5040 მილიმეტრია, ანუ ახლანდელ CLS -ზე 100 მილიმეტრით გრძელი. აეროდინამიკური ვერსიის სიგრძე 5430 მილიმეტრს, ეს კი 185 მილიმეტრით მეტია გრძელბაზიანი S-კლასის სიგრძეზე. კონცეპტის სიგანე 1995 მილიმეტრია, სიმაღლე კი - 1305 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2975 მილიმ ეტრია, ანუ 100 მილიმეტრით გრძელი ახლანდელი E-კლასის და CLS-ის ბაზაზე. დაბოლოს, კონცეპტი „მერსედესის“ პლატფორმა MRA-ს უახლეს ვერსიაზეა აგებული.
რაც შეეხება ძრავს, კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია ბენზინზე მომუშავე შიდაწვის ძრავითა და ელექტრო ძრავით შედგენილი პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატით, რომელიც კომპანიამ C350e-ზე გამოიყენა. შიდაწვის ძრავი 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოა, რომელიც 208 ცხენის ძალას იძლევა, ელექტრო ძრავის სიმძლავრე კი 80 ცხენის ძალაა. აგრეგატის ჯამური მაბრუნი მომენტი კი 600 ნიუტონმეტრია.
„მერსედესი“ თავისი კონცეპტის დინამიკურ მახასიათებლებს ჯერჯერობით არ აქვეყნებს. თუმცა კომპიუტერული სიმულაციის მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ მხოლოდ ელექტრულ რეჟიმში მუშაობისას, ავტომობილს დაახლოებით 65 კილომეტრის გავლა შეუძლია, კომბინირებული რეჟიმით მუშაობისას კი 100 კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 1.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

No comments:

Post a Comment