დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 3, 2015

„ლამბორგინის“ ახალ ჰიპერ ავტომობილს „ჩენტენარიოს“ დაარქმევენ

Lamborghini’s Hypercar Will Reportedly Be Called Centenario LP 770-4
3 სექტემბერი
ჯერ კიდევ ბევრი დროს „ლამბორგინის“ ახალი ჰიპერ ავტომობილის ჟენევურ პრემიერამდე, მაგრამ მასზე ისე ხშირად ლაპარაკობენ, კაცი იფიქრებს, სანტ’აგატა ბოლონეზელები ფრანკფურტშივე უპირებენ პრემიერას. ამ ავტომობილზე მორიგ სიახლეს ფრანგული ვებგვერდი TF1-ი გვატყობინებს. კერძოდ, ის ირწმუნება, რომ ახალ ჰიპერ ავტომობილს, სახელად „ჩენტენარიო LP 770-4-ს“ დაარქმევენ. ამ სახელის შერჩევის მიზეზი კი ისაა, რომ მომავალ წელს ასი წელი შეუსრულდებოდა კომპანიის დამაარსებელ ფერუჩო ლამბორგინის.
ავტომობილის სახელში, მისი ზოგიერთი მახასიათებელიც არის ასახული. მაგალითად, ძრავის სიმძლავრე, რომელიც 770 ცხენის ძალამდე გაიზრდება. ისე კი ძრავი ისევ ძველია - 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12, რომლითაც საბაზისო „ავენტადორი“ და მისი ვერსიებია აღჭურვილი. ტრანსმისია ისევ სრულ ამძრავიანი იქნება. „ჩენტენარიო“ ადგილიდან ასამდე აჩქარებას 2.7 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ზე მეტი იქნება.
„ჩენტენარიო LP 770-4“ ძალიან ცოტა, 20 ცალი დამზადდება. გამოდის, რომ „ავენტადორ SV“ და „ავენტადორ SV როდსტერი“, მასთან შედარებით, მასობრივი ავტომობილებია - პირველს მხოლოდ 600 ცალს დაამზადებენ, მეორეს კი - 500-ს. „ჩენტენარიო“ სწორედ „სუპერველოჩეს“ ბაზაზე დამზადდება, თუმცა მისგან განსხვავებით, ტრეკზე ფოკუსირებული აეროდინამიკური პაკეტით აღიჭურვება.
დაბოლოს, „ჩენტენარიო“ იქნება არამხოლოდ ძალიან ექსკლუზიური ავტომობილი, არამედ ძალიან ძვირიც - 1.0 მილიონ ევროზე მეტი ეღირება.

No comments:

Post a Comment