დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 27, 2015

ჰამილტონი სენას გაუთანაბრდა

Motor racing-Hamilton cruises to Japanese victory
27 სექტემბერი
ფორმულა ერთის რბოლები ერთმანეთს დაემსგავსა - მთავარი მოქმედებები სტარტზე და პიტ სტოპების დროს ხდება. გარდა ამისა, ლოკალური ბრძოლები და მანევრები კი სრულდება, მაგრამ ლიდერთა შორის პრაქტიკულა არაფერი იცვლება. პელოტონს კი ძრითადად ლუის ჰამილტონი ყოჩობს ხოლმე, რომელმაც სუზუკაზეც შეასრულა თავისი „მისია“ და კიდევ ეთი ნაბიჯით მიუახლოვდა მესამე ტიტულს.
ოღონდ, სანამ მესამედ მოირგებს გვირგვინს, იაპონიაში ერთი სანუკვარი ოცნება აისრულა - კარიერაში 41-ე რბოლა მოიგო, რითაც თავის ბავშვობის კერპს, ლეგენდარულ აირტონ სენას გაუთანაბრდა. ეს სინგაპურშივე უნდოდა, რადგან თუ იქ მოიგებდა, 41-ე გამარჯვებას თავის 161-ე რბოლაში მიაღწევდა, როგორც სენა. მაგრამ იქ ოცნების ასრულებაში სებასტიან ფეტელმა და მისმა „ფერარიმ“ შეუშალეს ხელი.
ჰამილტონმა სტარტზევე შეძლო პოულის მფლობელ თანაგუნდელ ნიკო როსბერგს და ფინიშამდე სრულად აკონტროლებდა რბოლის მსვლელობას. საბოლოოდ, მან თითქმის 19 წამით აჯობა როსბერგს და ამ სეზონში მერვე გამარჯვება მიითვალა. ამით კი იმავე როსბერგთან უპირატესობა 48 ქულამდე გაზარდა. „სიტყვებით ვერ გამოვხატავ იმ გრძნობას, რაც გამარჯვებებში აირტონთან გათანაბრებამ მომანიჭა. ალბათ ყველაზე უკეთ, ამას სიტყვა დაუჯერებელი შეესაბამება“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც ამ მოგებით, 277 ქულა დაუგროვდა.
218 ქულით, ჩემპიონობის შანსს კვლავაც ინარჩუნებს ფეტელი, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ მისი შანსები მხოლოდ მათემატიკურია და არა რეალური. და მაინც, ის ამბობს, რომ ბოლომდე ბრძოლას აპირებს: „სანამ შანსი არსებობს, ბრძლა არ დასრულებულა. და როგორი მრბოლი ვიქნები, თუ რწმენა არ მექნება? როცა გამარჯვების არ გჯერა, ვერც ბრძოლას შეძლებ“.
როსბერგმა სტარტზე ჰამილტონთან ბრძოლა რომ წააგო, ტემპიც ვერ შეინარჩუნა და ორიოდ მოსახვევის შემდეგ, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა - მას ფეტელმა და ვალტერი ბოტასმაც გაუარეს. მაგრამ „მერსედესის“ პილოტმა ამათ პირველივე პიტ სტოპის შემდეგ გაასწრო და ამჯერად მეორე პოზიცია აღარავის დაუთმო. ნარბოლევს მან განაცხადა, რომ ჰამილტონთან ბრძოლისას, ტრაექტორიიდან გადავიდა, რათა თანაგუნდელთან შეჯახება აეროდებინა თავიდან. სწორედ ამიტომ გაასწრეს ფეტელმა და ბოტასმა. როსბერგის თქმით, მეორე პოზიციის დაბრუნების შემდეგ, გამარჯვებისთვის ბრძოლა აღარც უცდია.

სტარტზე შეჯახება მოუვიდათ დანიელ რიკარდოს და ფელიპე მასას. ეს მაშინ მოხდა, როცა ავსტრალიელმა მასასა და კიმი რაიკონენს შორის გაძრომა სცადა. გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ძალიან ვიწრო „დერეფანში“ გაიარა და მცირე გადახვევა მარცხნივ, მასას „უილიამსთან“ კონტაქტით დასრულდა. ეს შეხება იმით დასრულდა, რომ ორივემ პელოტონის კუდში გადაინაცვლა. ამასთან, მასას წინა მარჯვენა ბორბალი გაუსკდა, რიკარდოს კი - უკანა მარცხენა. ორივეს ბოქსებში დაუგეგმავი ვიზიტი მოუწია, რამაც მათ შედეგებზე უარყოფითად იმოქმედა - ორივემ ასპარეზობა უქულოდ დაასრულა.


კვლავ ხელმოცარულები დარჩნენ „მაკლარენის“ პილოტები. თანაც, „ჰონდას“ კუთვნილ ტრეკზე. რა თქმა უნდა, ორი ჩემპიონისთვის ეს ნამდვილი საშინელებაა, რის გამოც, ჯენსონ ბატონი თავისი კარიერის დასრულებასაც კი აპირებს. ფერნანდო ალონსოს კი ნერვებმა უმტყუნა და რადიოთი მისი სასოწარკვეთილი ხმა გაისმა: „სწორზე ისე მისწრებენ, თავი GP2-ის მანქანაში მგონია. ეს სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი“. მოგვიანებით კი თავისი „გამოსვლა“ გაიმეორა - „GP2-ის ძრავი, GP2-ის ძრავი“. 


იაპონიის დიდი პრიზი
სუზუკა, დისტანცია 307.471 კმ (5.807 კმ, 53 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:28:06.508
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:18.964
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    00:20.850
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             00:33.768
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     00:36.746
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            00:55.559
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    01:12.298
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          01:13.575
9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             01:35.315
10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1 წრე
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1 წრე
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1 წრე
13. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                      1 წრე
14. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1 წრე
15. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1 წრე
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1 წრე
17. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       2 წრე
18. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               2 წრე
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      3 წრე
20გ. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                    4 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:36.145, 33-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 277 წულა; 2. ნიკო როსბერგი - 229; 3. სებასტიან ფეტელი - 218; 4. კიმი რაიკონენი - 119; 5. ვალტერი ბოტასი - 111; 6. ფელიპე მასა - 97; 7. დანიელ რიკარდო - 73; 8. დანილ კვიატი - 66; 9. რომენ გროჟანი- 44; 10. სერხიო პერესი - 39; 11. ნიკო ჰულკენბერგი - 38; 12. მაქს ფერსტაპენი - 32; 13. ფელიპე ნასრი - 17; 14. პასტორ მალდონადო - 16; 15. კარლოს საინსი - 12; 16. ფერნანდო ალონსო - 11; 17. მარკუს ერიქსონი - 9; 18. ჯენსონ ბატონი - 6; 19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) - 0; 20. უილ სტივენსი - 0; 21. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი) – 0

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 506 ქულა; 2. ფერარი - 337; 3. უილიამს-მერსედესი - 208; 4. რედ ბულ-რენო - 139; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 77; 6. ლოტუს-მერსედესი - 60; 7. ტორო როსო-რენო - 44; 8. ზაუბერ-ფერარი - 26; 9. მაკლარენ-ჰონდა - 17; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment