დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 15, 2015

„ლენდ როვერის“... პედლებიანი „დიფენდერი“

Land Rover Brings Defender Pedal Car Concept To Frankfurt
15 სექტემბერი
„ლენდ როვერი“ ძველ და ძალიან პოპულარულ „დიფენდერს“ ვერ ელევა. ჯერ იყო და, ძველი მოდელის წარმოების გაჩერებამ რამდენიმე თვით გადაიწია. მეორეც, მისი არაერთი სპეც ვერსია შესთავაზეს მყიდველს, რომელიც სასურველი ავტომობილის შესაძენად, დამატებით თანხებსაც არ იშურებს. ახლა კი, იმისათვის, რომ ლეგენდას პატარებიც აზიარონ, მათთვის „დიფენდერის“ პედლებიანი ვერსია დაამზადეს, რომლის პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე შედგა.
პედლებიანი „დიფენდერი“ ხელნაკეთი კონცეპტია, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. ის „ლენდ როვერის“ პირველი კონცეპტუალური ავტომობილის ფორმებს იმეორებს და მისივე მასშტაბური მოდელია. ის ავტომობილი 1948 წელს დამზადდა და მას სახელად „ჰიუი“ ეწოდა.
პედლებიანი ავტომობილი, ალუმინის სტრუქტურაზეა აგებული და ყოველ ეგზემპლარს, საკუთარი რიგითი ნომერი ექნება. ავტომობილს მხოლოდ ლურჯ (ლუარ ბლუ) ფერში შეღებავენ, რომელსაც ბრიტანული კომპანია ასევე სერიული „დიფენდერისთვისაც“ იყენებს. სალონში ტყავით გაწყობილი სკაბემი განლაგდა, საჭის რგოლიც ტყავითაა შეფუთული. ავტომობილს აქვს რესორებიანი საკიდარი და სრულფასოვანი სამუხრუჭე სისტემა, რომელიც ასევე პარკინგის მუხრუჭის ფუნქციასაც ასრულებს.
„ეს ავტომობილი მისწრებაა როგორც კოლექციონერებისთვის, ასევე ბავშვებისათვის. ის წარმოაჩენს ჩვენს უნარს, შევქმნათ მსოფლიო კლასის ხარისხის მქონე ნაკეთობები და ყურადღება გავამახვილოთ დეტალებზე და ამ მხრივ, კონცეპტი „იაგუარის“ და „ლენდ როვერის“ ავტომობილების დონისაა“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ ბრენდრებულ და ლიცენზირებულ ნაკეთობათა შტოს დირექტორი ლინდსი უივერი.
პედლებიანი „დიფენდერი“ 10 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

No comments:

Post a Comment