დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 6, 2015

„ჰონდა“ სპაზე „მაკლარენს“ უფრო ძლიერ ძრავს მიაწვდის

Honda Giving McLaren A Fighting Chance With New-Spec Engine
6 აგვისტო
მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტის რბოლა, „მაკლარენის“ ორივე პილოტმა ქულებით დაასრულა, „ჰონდამ“ გადაწყვიტა, რომ უოკინგელებს ზაფხულის არდადეგების შემდეგ, პირველივე რბოლისთვის, რომელსაც ბელგიის სპა უმასპინძლებს, ახალი სპეციფიკაციის ძრავი მიაწოდოს, რომელიც ახლანდელი აგრეგატისგან, მხოლოდ გაზრდილი სიმძლავრით გამოირჩევა.
უფრო მეტიც, „ჰონდა მოტორსპორტის“ შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ მის გუნდს ძრავისგან აღარც საიმედობის პრობლემები ექნება, რისი წყალობითაც, „მაკლარენს“ MP4-30-ის მაქსიმალური პოტენციალის გამოყენების საშუალება მიეცემა. „არდადეგების შემდეგ, ჩვენ ახალი სპეციფიკაციის ძრავის გამოყენებას ვაპირებთ, რისთვისაც ჩვენს ხელთ არსებულ შვიდ ტოკენს გამოვიყენებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებთ, არის წვის პროცესი“, - ამბობს არაი.
მართალია, ამ ეტაპზე „მაკლარენი“ ვერცერთ მის წინ მყოფ გუნდს უშუალო კონკურენციას ვერ უწევს, მაგრამ საკმარისია ერთი-ორი ისეთი შედეგი, როგორიც უნგრეთში ჰქონდა და ერთბაშად რამდენიმე გუნდს წამოეწევა. რაც მთავარია, ეს იქნება მყარი ბაზისი მომავალი სეზონისთვის.
არაის თქმით, ახალი სპეციფიკაცია ჯერაც არ ნიშნავს, რომ ძრავი სპაზევე მაქსიმალურ სიმძლავრეს განვითარებს. ეს იქნება წინაზე უკეთესი აგრეგატი, მაგრამ მასზე სიახლეები თანდათან დაინერგება. ზოგი მათგანი სპასთვის მოესწრება, ზოგიც - შემდგომი რბოლებისთვის. არაი ასევე აღიარებს, რომ თავიდან მათ არასათანადოდ შეაფასეს ფ1-ის მოწინავე გუნდების შესაძლებლობები. „თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან გართულებულია, რის გამოც, კარგი სარბოლი მანქანის შექმნა ძალიან ძნელია. ვიცოდით, რომ იოლი საქმე არ გველოდა, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, თუ ყველაფერი ასე ძნელი იქნებოდა“, - დასძენს არაი.

No comments:

Post a Comment