დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 10, 2015

„ფორდს“ „ფოკუსის“ და „C-მაქსის“ წარმოება მექსიკაში გადააქვს

Ford Moving Focus, C-Max Production From U.S. To Mexico
10 ივლისი
თავისი კომპაქტური მოდელების შემდეგი თაობის წარმოებას, „ფორდი“ უეინიდან (მიჩიგანი) მექსიკაში გადაიტანს. უეინის ქარხანაში ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილ კომპაქტურ „ფოკუსს“ (სედანს და ჰეჩბეკს) და მინივენ „C-მაქსის“ ჰიბრიდულ ვერსიას აწყობენ. მიჩიგანში კი სხვა ავტომობილების წარმოება გადაინაცვლებს.
„ფორდის“ პრესმდივნის განცხადებით, აღნიშნული მოდელების წარმოების მექსიკაში გადატანა 2018 წელს იგეგმება. ოღონდ, ეს არ ნიშნავს, რომ უეინის ქარხანა უსაქმოდ დარჩება. ამ ეტაპზე, ცისფერი ოვალი რამდენიმე მოდელს განიხილავს, რომელთა წარმოებაც სწორედ ამ ქარხანაში გადაინაცვლებს. ამ საკითხის განხილვაში კი მალე პროფკავშირებსაც ჩართავს.
ამ ეტაპზე, „ფორდს“ მექსიკაში ორი ამწყობი ქარხანა აქვს. მათგან ერთი კუაუტიტლანში მდებარეობს და იქ სუბკომპაქტურ „ფიესტას“ აწარმოებენ. მეორე ქარხანა კი ჰერმოსილოში მდებარეობს და ის სედან „ფიუჟნსა“ და ამავე ავტომობილის პრემიუმ ვერსია „ლინკოლნ MKZ-ს“ აწაროებს. ცისფერი ოვალი გეგმავს, რომ შემდეგი თაობის „ფიესტა“ ამერიკაში ტაილანდიდან შეიტანოს და ამ შემთხვევაში, კუაუტიტლანის ქარხანა „ფოკუსის“ და „C-მაქსის“ წარმოებაზე გადავა.
ახლახანს „ფორდმა“ თავისი ახალი საინვესტიციო გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ახალი მექსიკური ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ საქმეს 2.5 მილიარდი დოლარი მოხმრდება და ეს ქარხანა ძრავებსა და ტრანსმისიებს გამოუშვებს. პროფკავშირები ცისფერ ოვალს მოუწოდებენ, რომ მიჩიგანის ქარხანა კვლავაც სრულად დატვირთოს. თავის მხრივ, ამერიკული კომპანია არ აპირებს მის გაჩერებას და არც მხოლოდ ნაწილობრივ დატვირთავს, რადგან ეს მის რენტაბელობაზე უარყოფითად აისახება.

No comments:

Post a Comment