დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 16, 2015

„ლაფერარი“ უკვე მეორე პატრონს იცვლის

Ferrari LaFerrari Pops Up For Sale For An Incredible Price
16 ივლისი
„ლაფერარის“ განსაკუთრებული ავტომობილია „ფერარის“ ისტორიაში. ის ფლაგმანია და მარანელოელები საფუძვლიანად ამაყობენ მისით. შესაბამისად, ის ძალიან ძვირი, 1.0 მილიონი ევრო ღირდა. სწორედაც რომ ღირდა, რადგან რამდენის გამოშვებაც იგეგმებოდა, იტალიურმა კომპანიამ ყველაზე შეკვეთები ოფიციალურ პრემიერამდე მიიღო. და ყველა მათგანი (სულ 499 ცალი) უკვე ჩააბარა მყიდველს.
თქმა არ უნდა, „ლაფერარი“ ძალიან ძვირი ავტომობილია, მაგრამ მისი შეძენა იმაზე გაცილებით მეტს სურდა, ვიდრე საწარმოო პროგრამა ითვალისწინებდა. ამის გამო და იმისთვისაც, რომ გადამყიდველთა ხელში მოხვედრის შანსი შემცირებულიყო, „ფერარიმ“ მყიდველებს ერთი პირობა დაუყენა: „ლაფერარის“ იყიდდა მხოლოდ ის, ვისაც თავის ცხოვრებაში „ფერარისგან“ მინიმუმ ხუთი ავტომობილი მაინც შეუძენია. ეს აშკარად ისეთი საცერია, რომლის წყალობითაც, „ლაფერარი“ მეორადი ბაზრისთვის მიუწვდომელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ...
პრემიუმ და სუპერ ავტომობილების ამერიკელმა დილერმა, კომპანია „ნეიპლზ მოტორსპორტმა“ თავის შოურუმში შავი ფერის „ლაფერარი“ გამოფინა, რომელსაც 5.0 მილიონ დოლარად (!) აფასებს. ეს თითქმის ოთხჯერ მეტია იმ ფასზე, რამდენადაც „ფერარიმ“ ის თავის ერთგულ კლიენტებს მიჰყიდა. და რაც ასევე საინტერესოა, ერთხელ უკვე გამოიცვალა პატრონი. არადა, მხოლოდ 325 კილომეტრი აქვს გავლილი.
საერთოდ, ასეთი იშვიათი ავტომობილების ფასი, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი აქვს გავლილი, დროთა განმავლობაში იზრდება. მაგალითად, „ფერარის“ წინა ფლაგმან „ენცოს“, ფასი, ათი წლის შემდეგ გასამმაგდა. თუ „ფერარიმ“ ის 650 000 დოლარად გაჰყიდა, შემდგომში გამოჩნდნენ მისი შეძენის მსურველები, რომლებიც 1.8-2.5 მილიონსაც არ იშურებდნენ. 5.0 მილიონი კი „ლაფერარისთვისაც“ კი მეტისმეტია...

No comments:

Post a Comment