დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, July 6, 2015

პოლონეთის რალი ოჟიემ ზედიზედ მეორედ მოიგო

Rallying-Ogier wins in Poland for second year in a row
6 ივლისი
სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი - პოლონეთის რალი. ეს მსოფლიო ჩემპიონის მიერ ამ სეზონში მოპოვებული მეხუთე გამარჯვებაა, რითაც კლასიფიკაციაში უახლოეს მდევართან, ნორვეგიელ თანაგუნდელ ანდრეას მიკელსენთან უპირატესობა 78 ქულამდე გაზარდა. ოჟიემ ზედიზედ მეორედ მოიგო პოლონური ეტაპი და როგორც ჩანს, მორიგ ტიტულს სეზონის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაინაღდებს.

„ამ სეზონში არაერთი შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვე, მაგრამ ეს მათ შორის ყველაზე გამორჩეულია, რადგან სტარტის პირველივე მეტრიდან, ფინიშამდე უშეღავათო ბრძოლა გვქონდა და ოდნავი მოდუნებაც კი, გამარჯვების დაკარგვად დამიჯდებოდა“, - ამბობს ოჟიე, ვინც მიკელსენს მხოლოდ 11.9 წამით აჯობა. მანვე ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთიც მოიგო, რითაც ბონუს ქულებიც დაიმსახურა.
მესამე ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა ესტონელ ოტ ტაენაკსა და ფინელ იარი-მატი ლატვალას შორის, რომელთაგან პირველი ცოტა ხნით რბოლას ლიდერობდა კიდეც. ბოლო ეტაპზე ლატვალამ შეცდომა დაუშვა და ხეს დაეჯახა. საბოლოოდ კი მეხუთე ადგილს დასჯერდა. ტაენკმა არც იცოდა, რომ ლატვალას ინციდენტი შეემთხვა და თავდაუზგავად განვლო დისტანცია, საბოლოოდ კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგომის უფლება მოიპოვა.
მომდევნო ეტაპი ფინეთში, 30 ივლისს-2 აგვისტოს ჩატარდება.

პოლონეთის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           2:26:11.500
2. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)       +00:11.900
3. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                                00:23.000
4. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი)                01:14.600
5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         01:24.700
6. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი)                          01:44.500
7. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი)                            01:57.700
8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ფორდი)                       02:08.300
9. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                     02:18.200
10. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი)                     02:48.400

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 161 ქულა; 2. ანდრეას მიკელსენი - 83; 3. მადს ოსტბერგი - 69; 4. იარი-მატი ლატვალა - 66; 5. ტიერი ნოივილი - 58; 6. კრის მიკი - 53; 7. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) - 53; 8. ჰეიდენ პადონი - 44; 9. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) – 40; 10. დანიელ სორდო - 39...

No comments:

Post a Comment