დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 10, 2015

მონსტერ ტაძიმა პაიკს პიკის დასაპყრობად მზადაა

Rimac and Monster Tajima Built a 1,475 HP Electric Brute For Pikes Peak
10 ივნისი
პაიკს პიკი არამხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რბოლაა. და მას გამორჩეული ჩემპიონები ჰყავს, მათ შორის, რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები, რომელსაც იმავდროულად, ამ სამთო რბოლის სიჩქარის რეკორდიც (8:13.878) ეკუთვნის. ბევრისთვის პაიკს პიკზე გამარჯვების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკორდს გაუმჯობესებაც - ხუმრობა ხომ არ არის ლოების ჯობნა!
ასეთებს შორისაა სახელოვანი იაპონელი მრბოლი ნობუჰირო (მონსტერ) ტაძიმა, ვისაც პაიკს პიკი არაერთხელ აქვს მოგებული და მისი რეკორდებიც დამყარებული. ის ამ რბოლის ისტორიაში პირველია, ვინც დისტანცა ათ წუთზე ნაკლებში გაიარა. ბოლო წლებში, ტაძიმა პაიკს პიკზე ელექტრომობილებით ასპარეზობს და ამ მხრივ, გამონაკლისი არც წლევანდელი რბოლა იქნება, რომელიც 28 ივნისს გაიმართება. ოღონდ, ამჯერად ჩემპიონმა პარტნიორად ხორვატული კომპანია „რიმაკ ავტომობილი“ შეარჩია.
მათ ერთობლივად შეიმუშავეს სარბოლო ელექტრომობილი, რომლის კონსტრუქციაც ტაძიმას კომპანიის მიერაა დამზადებული, ძალური დანადგარით კი ის „რიმაკმა“ აღჭურვა. ეს დანდგარი ოთხი ელექტრო ძრავისგან შედგება, რომლებიც ბორბლებშია განაწილებული და ავტომობილს ჯამში 1.1 მეგავატით (1475 ცხენის ძალით) უზრუნველყოფენ. ძრავებისთვის საჭირო ელექტრო ენერგია კი „რიმაკის“ მიერ შემუშავებულ ელემენტების ბლოკში ინახება, რომლის ტევადობაც 57 კილოვატსაათია.
ამ ავტომობილს კიდევ ერთი საინტერესო ის აქვს, რომ არც გადაცემათა კოლოფი აქვს და არც დიფერენციალები. ამის მიზეზი ისაა, რომ ძრავები ბორბლებში განლაგდა. მათი მართვისთვის ინოვაციური სისტემაა გამოყენებული, რომელიც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიქმნა. ასეთი შეთანწყობა, ასვტომობილის შიგნით სივრცის დაზოგვის და წონის შემცირების საშუალებას იძლევა.
„რიმაკი“ განმარტავს, რომ ძრავებს სისტემა AWTV (ყველა ბორბალზე მომენტის მიმართვის სისტემა) ემსახურება, რომელიც მომენტის კონტროლს წამში 100-ჯერ ახორციელებს. მომენტის განაწილება, საჭის მობრუნების კუთხის, სიჩქარის, გრძივი და გვერდითი გადატვირთვების გათვალისწინებით, ავტომატურ რეჟიმში ხდება.
დაბოლოს, ასეთი აღჭურვილობით, სარბოლო ელექტრომობილს, რომელიც 1500 კილოგრამს იწონის, ადგილიდან ასის აკრეფა 2.2 წამში შეუძლია, ორასს კი 5.4 წამში აღწევს. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 270 კილომეტრია.

No comments:

Post a Comment