დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 20, 2015

„ფორდი“ ელექტრომობილების ტექნოლოგიებს კონკურენტებსაც უზიარებს

Ford to make EV technology patents available to rivals
20 ივნისი
„ფორდ მოტორმა“ თავისი ის პატენტები, რომლებიც ელექტრომობილებს უკავშირდება, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადა. ასეთი, ერთი შეხედვით უცნაური ნაბიჯის საბაბი ისაა, რომ ამერიკულ კომპანიას, ელექტრული ავტომობილების განვითარების და ბაზარზე დამკვიდრების დაჩქარება სურს. ცისფერ ოვალამდე ეს „ტესლა მოტორზმა“ გააკეთა, თუმცა მისგან განსხვავებით, „ფორდის“ ლიცენზიის მოსაპოვებლად, მსურველ კომპანიებს თანხა ექნებათ გადასახდელი.
„ინოვაციები ჩვენი მიზანია. ტექნოლოგიების განვითარების საუკეთესო საშუალება, მათს მუდმივ სრულყოფაზე ზრუნვაა. ჩვენი კვლევების სხვებისთვის გაზიარებით, ჩვენ იმას მივაღწევთ, რომ ამ ტექნოლოგიებს კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ, რაც ელექტრო მობილების ბაზრის ზრდას და მომხმარებლისთვის უკეთესი პროდუქტის მიწოდების საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს „ფორდის“ ელექტრიფიკაციის პროგრამების დირექტორი კევინ ლეიდენი.
„ფორდ“ აცხადბს, რომ ჰიბრიდულ და პლაგ-ინ ელექტრულ ავტომობილებთან დაკავშირებული 650 პატენტი გააჩნია და დაახლოებით 1000-ზე კიდევ აქვს განაცხადი. აქედან 400-ზე მეტი საპატენტო განაცხადი შარშან შეიტანა. ეს კი საპატენტო განაცხადების საერთო რაოდენობის დაახლოებით 20 პროცენტია. ამასთან, ცისფერი ოვალი ელექტრო მობილებზე მუშაობის გამოცდილების მქონე 200 ინჟინრის აყვანასაც აპირებს.
გასაჯაროებულ პატენტებს შორისაა ელემენტების ბლოკის გარსის მეთოდოლოგია, ელემენტების მუშაობის გახანგრძლივების ტექნოლოგია, დამუხრუჭებისას გამოყოფილი ენერგიის, ელემენტებში შენახვის მაქსიმიზაციის ტექნოლოგია და სისტემა, რომელიც მართვის სტილს აკონტროლებს და ელექტრონულ სისტემას მითითებებს აძლევს, რათა საწვავის და ენერგიის ხარჯი შემცირდეს.
„ფორდი“ არ აკონკრეტებს პატენტების ფასებს, თუმცა მისი პრესმდივნის თქმით, დაინტერესებულ კომპანიებს მათი შეძენა, ასეულობით, ან ათასეულობით დოლარი დაუჯდებათ, რაც ავტომწარმოებლებისთვის დიდი თანხა არაა. პატენტების გაყიდვა, „ფორდის“ მიერ 2012 წელს დაარსებულ ფონდ „ავტოჰარვესტის“ მეშვეობით მოხდება.

No comments:

Post a Comment