დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 5, 2015

ანიელის „ფერარი 166 MM“ ვილა დ’ესტეს კონკურსზე

1950 Ferrari 166 MM Ordered By Gianni Agnelli Wins The Public’s Prize At Villa D’Este
5 ივნისი
ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, 1950 წელს გამოშვებული „ფერარი 166 MM“ იყო, რომელიც დამსწრეთა გამოკითხვამ, საუკეთესო ექსპონტად დაასახელა და მის მფლობელს შესაბამისი ოქროს თასი გადაეცა. დახვეწილი გარეგნობის გარდა, რომლის გამოც აღიარება დაიმსახურა, ეს ავტომობილი თავისი საინტერესო ისტორიითაცაა გამორჩეული.
მისი პირველი მფლობელი, „ფიატ-ის“ მაშინდელი მთავარი აქციონერი ჯოვანი ანიელი იყო. მან შეკვეთილი ავტომობილი 1950 წლის ივლისში მიიღო, თუმცა ორ წელიწადში გაჰყიდა. მყიდველი ბელგიელი ვისკონტი გერი დ’ენდეკური იყო. ამან მოგვიანებით ავტომობილი „ფერარის“ და „მაზერატის“ ავტომობილების ბელგიაში იმპორტიორ „გარაჟ ფრანკორშანს“ მიჰყიდა, რომლის ხელშიც ფერი იცვალა - ის ცისფრად შეღებეს. აქედან მოყოლებული, 166 MM-ის სარბოლო კარიერა დაიწყო.
ამ ავტომობილით, ლე მანის ოთხგზის გამარჯვებულმა, ბელგიელმა მრბოლმა ოლივიე ჟენდებიენმა სპა-ფრანკორშანის თასი და სპას დიდი პრიზი მოიგო. მაგრამ 1957 წელს ავტომობილმა მფლობელი ისევ შეიცვალა. ამჯერად ის ბელგიელმა მრბოლმა ძმებმა, არმან და ჟან ბლატონებმა შეიძინეს. ჟანმა 166 MM-ით ბელგიაში და დანიაში რამდენიმე რბოლა მოიგო.
მოგვიანებით, ავტომობილი კიდევ ერთმა ბელგიელმა მრბოლმა, ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტმა ჟაკ სვატერსმა შეიძინ, რომლის ხელშიც ის დიდხანს დარჩა. სვატერსს ის ხშირად გამოჰყავდა კლასიკური ავტომობილების ფესტივალებზე და მონწილეობა მიიღო მილე მილიას კლასიკური ავტომობილების გარბენში. 1994 წელს ავტომობილი ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მოგვიანებით კი
ბერლინის ეროვნულ გალერეაში გამოფინეს, სადაც იტალიური საავტომობილო დიზაინის ნიმუშად წარადგინეს.

2012 წელს „ფერარი 166 MM“ ინგლისელმა ბიზნესმენმა კლივ ბიჩემმა შეიძინა, რომელმაც მას რესტავრაცია ჩაუტარა და „ფერარის“ კლასიკური ავტომობილების დეპარტამენტისგან შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო.

No comments:

Post a Comment