დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 18, 2015

„სუზუკი სელერიო“ დუალჯეტ ძრავით აღიჭურვება

Suzuki Gives Celerio New Dualjet Engine & AGS Tech
18 მაისი
„სუზუკი“ თავის უახლეს, სერია დუალჯეტის 1.0-ლიტრიან სამცილინდრიან ძრავს პირველად A-სეგმენტის ჰეჩბეკ „სელერიოზე“ გამოიყენებს. ახალი ძრავის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის წყვილი ფრქვევანითაა აღჭურვილი (სისტემა დუალჯეტი), რომლის დახმარებითაც, გაზრდილი მაბრუნი მომენტით და საწვავის ეკონომიური ხარჯით გამოირჩევა.
ძრავის სიმძლავრე 68 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 93 ნიუტონმეტრი. როდესაც ძრავთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობს, ძრავი ყოველი კილომეტრის გავლისას ჰაერს მხოლოდ 84 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. ამავე ძრავითა და კოლოფით, „სელერიოს“ 100 კილომეტრის გასავლელად 3.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
ცნობისათვის, „სუზუკიმ“ სისტემა დუალჯეტი პირველად 1.2-ლიტრიან ძრავზე გამოიყენა, რომლითაც ჰეჩბეკი „სვიფტი“ აღიჭურვა. გარდა ამისა, როგორც იაპონური კომპანიის სამოდელო გამის აღმასრულებელი შიგეკი სუზუკი ამბობს, ამავე ტექნოლოგიას „სუზუკი“ მალე სხვა ძრავებზეც გამოიყენებს. ოღონდ, ის არ აკონკრეტებს, თუ რომელ ძრავებზე. ამასთან ამბობს, რომ შესაბამისი აგრეგატების შერჩევაზე ჯერ მსჯელობა მიმდინარეობს.
სისტემა დუალჯეტი, „სუზუკის“ და „ბოშის“ სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს. იაპონური კომპანიის ინჟინრებმა ამ სისტემისთვის საბაზო ძრავი მოამზადეს, ფრქვევანების სისტემა კი „ბოშის“ მიერაა შექმნილი. ამ სისტემის დახმარებით, საწვავი ნარევი წვის კამერას უფრო სწრაფად და თანაბრად ავსებს. ამასთან, საწვავი ნარევის სწრაფად აორთქლებას უწყობს ხელს. ძრავის გაზრდილი კუმშვის ხარისხის (12:1-თან) წყალობით, წვის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და ეფექტურად იწვის. წვის პროცესის დასახვეწად, ასევე შეიცვალა ცილინდრის თავის ფორმა. გარდა ამისა, დაიხვეწა ძრავის და მისი ზეთის გაგრილების სისტემა.

No comments:

Post a Comment