დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 9, 2015

როსბერგმა ამ სეზონში პირველი კვალიფიკაცია მოიგო

Motor racing-Rosberg ends Hamilton's pole run
9 მაისი
ნიკო როსბერგმა მსოფლიოს ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, ზედიზედ მეხუთე პოულის მოპოვების საშუალება არ მისცა. ესპანეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში, თანაგუნდელს 0.267 წამით აჯობა და ამ სეზონში პირველ რბოლას დაიწყებს მოწინვე პოზიციიდან. ეს გერმანლი მრბოლის კარიერაში მე-16 პოულია.
„ადრე თუ გვიან, ეს მჭირდებოდა. ეს პირველი ნაბიჯია ხვალინდელ რბოლაში გასამარჯვებლად. ჩვენთვის კარგი დღე იყო“, - განაცხადა როსბერგმა, ვინც ჰამილტონს 27 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ ერთ ქულას უგებს სებასტიან ფეტელს, ვინც კვალიფიკაცია მესამე დროით დაასრულა.
ჰამილტონმა, ვინც მესამე პრაქტიკის დროს, მესამე მოსახვევიდან გამოსვლისას შეცდა და დატრიალდა, ამბობს, რომ სისწრაფე აკლდა: „ნიკომ შესანიშნავად იასპარეზა. მე კი, მანქანის ბალანსი არ მომეწონა. რაც შემეძლო, გავაკეთე და ვფიქრობ, ხვალ მეტს შევძლებ“.
ფეტელის გვერდით ვალტერი ბოტასი განლაგდება, მათ უკანა რიგიდან კი რბოლას „ტორო როსოს“ ახალბედები - კარლოს საინს უმცროსი და მაქს ფერსტაპენი დაიწყებენ. კვალიფიკაციაში მათ შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე დრო ჰქონდათ. ათეულში ასევე „რედ ბულის“ ორივე პილოტიც შევიდა.
ცნობისათვის, ბარსელონაში ჰამილტონმა შარშან პოულიდან მოიგო. მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ მონტმელოს რბოლას გასულ რვა სეზონში ამდენივე გამარჯვებული ჰყავდა. ეს სტატისტიკა კი იმას გვეუბნება, რომ ახლა როსბერგის ჯერია. დაკიდევ, ბარსელონას ტრეკზე მხოლოდ ორ პილოტს აქვს მოგბეული რბოლა, რომელიც პოულიდან არ დაუწყია.
მორიგი პროგრესი აქვს ახალ ფერებში გამოწყობილ „მაკლარენს“, რომლის ორივე პილოტმა, ამ სეზონში პირველად შეძლო კვალიფიკაციის პირველი ეტაპის გავლა. თუმცა, ათეულამდე ორივეს დაახლოებით წამი დააკლდა. პროგრესის მიუხედავად, ბატონი მანქანით უკმაყოფილო დარჩა.

ესპანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:24.681
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:24.948
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:25.458
4. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი)                       1:25.694
5. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო)     1:26.136
6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:26.249
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:26.414
8. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:26.629
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:26.757
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:26.770
- - - - - - - - - -
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:27.375
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:27.450
13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:27.760
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:27.854
15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:28.005
- - - - - - - - - -
16. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:28.112
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:28.365
18. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:28.442
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:31.200
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)        1:32.038

No comments:

Post a Comment