დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 30, 2015

„ფორდმა“ ვალენსიაში სამი ახალი მოდელის წარმოება დაიწყო

Ford Starts Building S-MAX, Galaxy and Mondeo Vignale In Valencia
30 მაისი
„ფორდმა“ თავის ვალენსიას ქარხანაში, სამი ახალი მოდელის - „S-მაქსის“, „გალაქსის“ და „მონდეო ვინიალეს“ წარმოება დაიწყო. ამგვარად, ამერიკული კომპანია ამ ქარხანაში, ერთადერთ ხაზზე, უკვე ექვს მოდელს აწარმოებს. ჩამოთვლილთა გარდა, იქ ასევე „მონდეოს“, „კუგას“ და „ტრანზიტ კონექტს“ უშვებენ.
ცისფერი ოვალის წინასწარი გათვლებით, ვალენსიას ქარხანა წელს სულ 400 000 ავტომობილს გამოუშვებს, რაც დაახლოებით 40 პროცენტით მეტია შარშან გამოშვებული ავტომობილების რაოდენობაზე. საინტერესოა, რომ ვალენსიას ქარხანას ყოველ 80 წამში ერთი ახალი ავტომობილი ტოვებს. „ფორდის“ განცხადებით, ეს არის მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, მოქნილი და პროდუქტიული ამწყობი ქარხანა.
ვალენსიას ქარხანაში წარმოებული ავტომობილების 80 პროცენტი ექსპორტზე, 75 ქვეყანში გადის, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც. ცისფერმა ოვალმა მის მოდერნიზაციას 2.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოახმარა. აქ „მონდეოს“ ყველანაირ ვერსიას, აწარმოებენ. მათ შორის, ოთხკარიან სედანს, ხუთკარიან ჰეჩბეკს, უნივერსალს და ჰიბრიდულ ვერსიასაც კი. მსუბუქ კომერციულ ვენ „ტრანზიტ კონექტის“ გარდა, იქვე ხდება მისი სამგზავრო ვარიანტის, „ტურნეო კონექტის“ აწყობაც.
„ვალენსიაში ჩვენ სრულფასოვანი ინდუსტრიული ცენტრი შევქმენით, რომელიც მოქნილობით, მწარმოებლობით და წარმოების ხარისხის საქმეში ინოვაციურობით გამოირჩევა. ეს წარმოუდგენელი და პრაქტიკულად უპრეცედენტო ფაქტია, როცა ხედავ, რომ მდიდრული „მონდეო ვინიალე“ იმავე კონვეიერიდან ჩამოდის, რომელზეც ასევე უგზოობის „კუგას“ და კომერციულ „ტრანზიტ კონექტს“ აწარმოებენ“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ მმართველი დირექტორი ბარბ სამარჯიჩმა. მისივე თქმით, ვალენსიას ქარხნის წლიური წარმადობა მალე 450 000 ავტომობილს მიაღწევს.

No comments:

Post a Comment