დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 8, 2015

ჰამილტონი ვარჯიშზეც უსწრაფესია

Motor racing-Hamilton on top in Spanish GP practice
8 მაისი
ლუის ჰამილტონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტრეკზე უსწრაფესია. თუნდაც თავისუფალი პრაქტიკების დროს. მართალია, ესპანეთის დიდი პრიზის პირველ პრაქტიკაზე მას თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა აჯობა, მაგრამ მეორე სესიაზე ჩემპიონმა „თავისი ადგილი“ დაიკავა. როსბერგმა კი, პირველ სესიაზე, პიტლეინზე გადაადგილების წესი დაარღვია, რის გამოც სტიუარდებმა მას გაფრთხილება მისცეს.
სხვათა შორის, მეორე სესიის დროს, როსბერგს გადაცემათა კოლოფში საფეხურების შეცვლასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რამაც მის გამოსვლაზე უარყოფითად იმოქმედა. ამით კი სებასტიან ფეტელმა ისარგებლა და მეორე სესიაზე მეორე საუკეთესო შედეგი მას დარჩა. ფეტელს პირველ სესიაზე მესამე დრო ჰქონდა. ორივეზე კი მეოთხე იყო მისი თანაგუნდელი კიმი რაიკონენი.
პირველ სესიაზე მეხუთე დრო ჰქონდა კარლოს საინს უმცროსს, რომლისთვისაც ეს ფ1-ის პირველი საშინაო რბოლაა. მას მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელი მაქს ფერსტაპენი, რომელსაც მეორე სესიაზეც მე-6 დრო ჰქონდა, საინსი კი ამჯერად მე-9 დროს დასჯერდა.
კვლავ ძრავთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა დანიელ რიკარდოს, რომელმაც ამის გამო, ორივე სესიის დიდი ნაწილი ბოქსებში გაატარა. არადა, ეს უკვე მისი მეოთხე ძრავია, რომლის გამოცვლის შემთხვევაშიც, ის სტარტზე პოზიციებს დაკარგავს. პრობლემების გამო, მას ორივე სესიაზე თანაგუნდელმა დანილ კვიატმა აჯობა.
მეორე სესიაზე მოხდა ინციდენტიც - სტარტ-ფინიშის სწორზე რომენ გროჟანის „ლოტუსს“ ძრავის ხუფი მოსწყდა და მისი ნამსხვრევები ტრეკზე მიმოიფანტა, რის გამოც, სესია ცოტა ხნით შეწყდა. სხვათა შორის, პირველ სესიაზე გროჟანს არ უასპარეზია - მის ნაცვლად კოკპიტში ადგილი ბრიტანელმა სარეზერვო პილოტმა ჯოლიონ პალმერმა დაიკავა.
პირველ სესიაზე ტრეკზე „უილიამსის“ ქალი მრბოლი, სუზი ვოლფი გამოვიდა, რომელმაც მე-14 დრო აჩვენა და უკან ორივე „მაკლარენი“, მისი ჩემპიონი პილოტებით მოიტოვა. ვოლფმა ვალტერი ბოტასის ბოლიდით იასპარეზა.

ესპანეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:26.828
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:26.898
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:27.806
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:27.832
5. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო)     1:28.132
6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:28.529
7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:28.785
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:28.831
9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:29.075
10. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:29.140
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:29.409
12. რაფაელე მარჩელო (იტალია, ზაუბერი)                  1:29.630
13. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი)             1:29.676
14. სუზი ვოლფი (ბრიტანთი, უილიამსი)                     1:29.708
15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:29.813
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:29.817
17. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:30.096
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:30.110
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:32.471
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:32.647

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:26.852
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:27.260
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:27.616
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:27.780
5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:27.943
6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:28.017
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:28.494
8. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი)                       1:28.525
9. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო)     1:28.674
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:28.712
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:28.723
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:29.086
13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:29.098
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:29.217
15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:29.333
16. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:29.361
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:29.601
18. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:29.707
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:31.929
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)       1:32.751

No comments:

Post a Comment