დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 7, 2015

ფეტელი: ბარსელონას რბოლა სატიტულო ბრძოლაში გადამწყვეტია

Sebastian Vettel: Spanish GP key test for Ferrari's F1 title hopes
7 მაისი
სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ ესპანეთის დიდ პრიზზე გაირკვევა, შეძლებს თუ არა „ფერარი“ ზაფხულის არდადეგებამდე, ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელებას. ტრადიციისამებრ, ევროპული ეტაპებიდან, გუნდები უფრო ინტენსიურად აახლებენ საკუთარ სარბოლო ავტომობილებს და შესაბამისად, მათი კონკურენტუნარიანობაც უმჯობესდება.
ჯერჯერობით, „მერსედესის“ მდევრებს შორის ყველაზე უკეთ „ფერარი“ გამოიყურება, რომელიც ყოველ რბოლაში კვარცხლბეკზეა, ერთი რბოლაც მოიგო და რაც მთავარია, სამქიმიანებს უკვე კონკურენციასაც უწევს. თუმცა, ჯერჯერობით ტიტულზე ფიქრი არარეალურად მოჩანს, რადგან მათ შორის უკვე 52 ქულაა. და მაინც, ფეტელი თვლის, რომ ბარსელონა შეიძლება ახალ დასაწყისად გადაიქცეს.
„ვნახოთ, რა მოხდება ბარსელონაში. ისტორიულად, აქ ყველას სიახლეები აქვს. ჩვენც სხვებივით ვართ და იმედი მაქვს, სხვებზე მეტად გავაუმჯობესებთ მანქანას, რაც უკეთესი დროის ჩვენებაში და ჩვენს წინ მყოფი ბიჭების, „მერსედესის“ დაწევაში დაგვეხმარება. თუ წინ წავიწევთ, მაშინ ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მომდევნო რბოლებშიც ასე იქნება“, - ამბობს ფეტელი.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ფიქრობს, რომ ბარსელონაში ზამთრის ტესტების დროს გამოვლენლი სისწრაფე და მასზე დამატებული სიახლეები, „ფერარის“ მორიგი წინსვლის რეალურ შანსს აძლევს.
„ყველაზე მეტად ის გვჭირდება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფები ვიყოთ. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ესაა. ჩვენ ყველამ ეს ტრეკი ძალიან კარგად ვიცით. ტესტების დროს მანქანა აქ ძალიან კარგად მუშაობდა და ჩვენ კმაყოფილები ვიყავით.
მაგრამ ამჯერად აქ სულ სხვა ამინდებია. დაახლოებით 15-20 გრადუსით მეტი ტემპერატურაა. ამას კი ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მეორე მხრივ, პირველ ოთხ რბოლაში ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ და ამას სწორედ აქ გამოვიყენებთ“, - დასძენს ფეტელი, ვინც მალაიზიაში, სიცხეში გამართულ რბოლაში გაიმარჯვა.
სხვათა შორის, „მერსედესის“ არააღმასრულებელმა დირექტორმა ნიკი ლაუდამ განაცხადა, რომ მალე „ფერარი“„მერსედესს“ კიდევ უფრო მიუახლოვდება. ამაზე ფეტელი ღიმილით რეაგირებს: „ჯერ ერთი, ნიკიმ შეიძლება ბევრი რამ თქვას და იმედი მაქვს, რომ მისი ნათქვამი გამართლდება. არადა, სულ რაღაც, სამი თვის წინაც აქ ვიყავით და სულ სხვა სიტუაციაზე ვლაპარაკობდით. მაგრამ მას შემდეგ რაც მოხდა, ეს ძალიან პოზიტიურია და თუ ამ ტრენდს შევინარჩუნებთ, ეს ძალიან კარგი იქნება“.

No comments:

Post a Comment